ექვთიმე ღვთისკაცი (ფილმი)

ექვთიმე ღვთისკაცი — რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმი. პრემიერა გაიმართა 2018 წლის 20 იანვარს. ფილმში მთავარ როლს ასრულებს მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი.

„ექვთიმე ღვთისკაცი“
რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე
პროდიუსერი ნიკოლოზ ხომასურიძე
სცენარის ავტორი ლაშა კანკავა,
ნიკოლოზ ხომასურიძე
როლებში რეზო ჩხიკვიშვილი,
ანა წერეთელი,
გოგი თურქიაშვილი,
გიორგი მეგრელიშვილი,
ლაშა ონიანი,
თინა ალექსიშვილი,
ჯანო იზორია,
ლაშა რამიშვილი
ადელინა გოგუაძე
მუსიკა დავით არჩვაძე
ოპერატორი ვასილი დოლიძე
გამოსვლის თარიღი 20 იანვარი, 2018
ხანგრძლივობა 136 წთ.
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული
ბიუჯეტი 500 000 აშშ დოლარი
საიტი ოფიციალური ვებგვერდი

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

1921 წლის თებერვალში, როდესაც საბჭოთა წითელი არმია შემოიჭრა საქართველოში, მთავრობამ გადაწყვიტა შეეკრიბათ სახაზინო ქონება და სამუზეუმო განძი და გაქცეულიყვნენ საფრანგეთში ემიგრაციაში. მათ სამუზეუმო განძის შეკრება დაავალეს ექვთიმე თაყაიშვილს და მის მცველად დანიშნეს. ფილმის სიუჟეტი ეხება ექვთიმე თაყაიშვილის (მსახიობი - რეზო ჩხიკვიშვილი) ურთულეს ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რომელიც ძირითადად მოიცავს მის მიერ 39 ყუთში განთავსებული საგანძურის დაცვისა და მისი დაბრუნების ისტორიას საფრანგეთში ემიგრაციის პერიოდში 1921-1945 წლებში. ფილმს თან გასდევს ექვთიმესა და მისი ულამაზესი მეუღლისა და თანამებრძოლის ნინო პოლტორაცკაიას (მსახიობი - ანა წერეთელი) სიყვარულის ამბავი. ექვთიმემ ისე დაიცვა ქართული საგანძური მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისგან, მდიდარი კოლექციონერებისგან, სასამართლო დავების, კრიმინალებისა და ფაშისტებისგან, რომ გაუძლო ყველანაირ ცდუნებას და არასოდეს გადაუხვევია იმ უზენაესი ზნეობრივი პრინციპებისა და სამშობლოს სიყვარულისთვის, რომელიც მარადიულად რჩება ამ სამყაროში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება