ეს მშვენიერი ცხოვრება (1946 წლის ფილმი)

ეს მშვენიერი ცხოვრება“ (ინგლ. It's a Wonderful Life) — ფრენკ კაპრას 1946 წლის საშობაო ფილმი. კაპრამ ფილმისთვის მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო რეჟისორისთვის.

„ეს მშვენიერი ცხოვრება“
დამდგმელი რეჟისორი ფრენკ კაპრა
პროდიუსერი ფრენკ კაპრა
სცენარის ავტორი ფრანსის გუდრიხი, ალბერტ ჰაკეტი, ჯო სუერლინგი
ნაწარმოები უდიდესი საჩუქარი
— ფილიპ ვან დერ სტორნი
როლებში ჯეიმზ სტიუარტი, დონა რიდი
მუსიკა დიმიტრი ტიომკინი
ოპერატორი ჯოზეფ უოკერი
მონტაჟი უილიმ ჰორნბეკი
სტუდია Liberty Films
დისტრიბუტორი RKO Radio Pictures
გამოსვლის თარიღი 20 დეკემბერი, 1946
ხანგრძლივობა 130 წუთი
ქვეყანა აშშ,
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $3,18 მლნ
შემოსავალი $3 300 000

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ჯორჯ ბეილი ცხოვრობს ქალაქ ბედფორდ ფოლსში და ფლობს საკრედიტო კომპანიას. ის პატიოსანი ადამიანი და მოსიყვარულე მშობელი და მამაა. ფინანსური გაჭირვების გამო ჯორჯი თავის მოკვლას აპირებს. აშკარაა, რომ ადამიანს, რომელიც მზადაა, სიცოცხლეს შეელიოს, ანგელოზის დახმარება სჭირდება. ზეციდან მის გადასარჩენად კლარენსს მიავლენენ. კლარენსი იმ მომენტში ერთადერთი თავისუფალი ანგელოზია, მაგრამ კლარენსს ფრთები არ აქვს. ის მეორე კლასის ანგელოზია და ჯერ ფრთების მიღება ვერ დაიმსახურა. კლარენსს პირდებიან, რომ თუ ჯორჯს თვითმკვლელობისგან იხსნის, ფრთებს მისცემენ. კლარენს ცოტა დრო აქვს, ამიტომ ის ერთადერთ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ჯორჯს აჩვენებს, თუ როგორი იქნებოდა სამყარო მის გარეშე. ვალებში ჩავარდნილ და სასოწარკვეთილ ჯორჯს საბოლოოდ მთელი ქალაქი ეხმარება გადარჩენაში.

როლებში რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება