ესტაშ დე გრენიე

იერუსალიმის რეგენტები

ესტაშ დე გრენიე (ფრანგ. Eustache Granier) (დ. 1071 — გ. 15 ივნისი, 1123) — სიდონის ლორდი, იერუსალიმის რეგენტი და იერუსალიმის კონსტემბლი.

ესტაშ დე გრენიე
Eustache Granier
სიდონის ლორდი
მმართ. დასაწყისი: 1110
მმართ. დასასრული: 1123
წინამორბედი: თანამდებობა დაარსდა
მემკვიდრე: ჟერარდი
იერუსალიმის რეგენტი
მმართ. დასაწყისი: 1123
მმართ. დასასრული: 15 ივნისი, 1123
წინამორბედი: ბალდუინ II
მემკვიდრე: გიიომი (რეგენტი)
მონარქი: ბალდუინ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1071
დაბ. ადგილი: ბეურაენ-შატო, ფლანდრიის საგრაფო
გარდ. თარიღი: 15 ივნისი, 1123
მეუღლე: ემა
შვილები: ჟერარი
გოტიე
რელიგია: კათოლიციზმი

იგი წარმოშობით იყო ბეურაენ-შატო-დან, (ჩრდ. საფრანგეთი, მაშინდელი ფლანდრიის საგრაფო). პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ესტაში იმყოფებოდა ჟოფრუა ბულონელის ამალაში. ამ ლაშქრობაში დიდი მონაწილეობა არ მიუღია, სამაგიეროდ ჯვაროსნებს დაეხმარა რამლის ბრძოლისა (1105) და ტრიპოლის ალყის დროს (1109). ბალდუინ I-ს დავალებით იგი მონაწილეობდა ელჩობაში, უილიამ იორდანისა და ბერტრან ტულუზელს შორის არსებული დაპირისპირების დროს, რომლებიც იბრძოდნენ ტრიპოლის ტახტისთვის. 1111 წლის 19 დეკემბერს, მას გადასცეს ქალაქი სიდონი, რომელიც ბალდუინ I-მა დაიპყრო სიგურდ I ჯვაროსანის დახმარებით. მანამდე, ესტაშს გადაეცა კესარია, რომელიც დაპყრობილი იქნა 1101 წელს. იგი დაქორწინდა ემაზე, პატრიარქ არნულფ დე როლის ძმისშვილზე და მიიღო იერიქონი და მისი გადასახადები, რომლებიც ფორმალურად ეკლესიის საკუთრება იყო. მონაწილეობა მიიღო შაიზარისა და ტვიროსის ალყებში. 1120 წელს იყო ნაბლუსის საბჭოს წევრი. ბალდუინ II-ის დავალებით საბჭომ შექმნა სამეფოს პირველი კანონები. ბალდუინის დატყვევების შემდეგ, 1123 წელს გახდა იერუსალიმის სამეფოს კონსტემბლი და რეგენტი. ესტაშმა იბნის ბრძოლაში დაამარცხა სამეფოში შემოჭრილი ფატიმიანები 1123 წლის 29 მაისს. ამავე წლის 15 ივნისს იგი გარდაიცვალა. ახალი კონსტემბლი და რეგენტი გახდა უილიამ I ბურესელი. დაკრძალულია იერუსალიმში, წმინდა მარიამ ლათინის ტაძარში. ემასთან მას ჰყავდა ორი ვაჟი: ჟერარდი და ვოლტერი. ესტაშის ქვრივი დაქორწინდა ჰუგო II-ზე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Fulcher of Chartres, A History of the Expedition to Jerusalem, 1095-1127, trans. Frances Rita Ryan. University of Tennessee Press, 1969
  • William of Tyre, A History of Deeds Done Beyond the Sea, trans. E.A. Babcock and A.C. Krey. Columbia University Press, 1943
  • Steven Runciman, A History of the Crusades, vol. II: The Kingdom of Jerusalem. Cambridge University Press, 1952
  • Alan V. Murray, The Crusader Kingdom of Jerusalem: A Dynastic History 1099-1125. Prosopographia et Genealogica, 2000.