ესტაკადა (ფრანგ. estacade) — მიწისზედა (ან წყალზედა) ხიდური ნაგებობა, რომელზეც დედამიწის ზედაპირიდან გარკვეულ სიმაღლეზე გაყვანილია რკინიგზა (რკინიგზის ესტაკადა), საავტომობილო გზა (საავტომობილო ესტაკადა) და ა. შ., რათა შესაძლებელი იყოს ესტაკადის ქვეშ მდებარე სივრცის გამოყენება მოძრაობისათვის ან სხვა მიზნით. იგი შედგება საყრდნებისა (დგარი და სხვა) და მალის ნაშენისაგან. მასალის მიხედვით ესტაკადა არის რკინაბეტონის, ფოლადის, ხის, ხოლო კონსტრუქციის მიხედვით — კოჭური, დოინჯიანი, ჩარჩოიანი და სხვა.

რკინიგზის ესტაკადა ქ. კემბრიჯში, აშშ

ლიტერატურა რედაქტირება