ესპანური მასტიფი (ესპ. Mastín español) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ესპანეთში ანტიკურ ხანაში.

ესპანური მასტიფი
წარმოშობის ქვეყანა ესპანეთი
თვისებები
წონა 55-70 კგ.
სიმაღლე 72-82 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
9-11 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ამ მოდარაჯე მეცხვარე ძაღლის წარმოშობა უცნობია. პირენეის ნახევარკუნძულის სხვა მასტიფების მსგავსად, ისინი, შესაძლოა, 2000 წლის წინ ფინიკიელებთან და ძველ ბერძნებთან ერთად ესპანეთში მოხვედრილი ძაღლების შტამომავლები არიან. ამ ჯიშის ძაღლები პოპულარულები არიან ესპანეთში, სადაც შინაურ ცხოველებს და სახლებს დარაჯობენ. ესპანურიმასტიფი შეუდარებელი მუშა ძაღლია ძაღლების სამყაროში, ეს უძველესი ცხოველი დღემდე იცავს ცხვრებს ისევე, როგორც ამას საუკუნეების წინ აკეთებდა. ესპანელი მეცხვარეების ასოციაციამ აღნიშნა, რომ ეს დიდი ძაღლი სულ მცირე XV საუკუნიდან წარმატებით იცავდა ფარას მგლებისგან.

დღესდღეობით ამ ჯიშის ზოგიერთი წარმომადგენელი სახლში ჰყავთ - ესპანურ მასტიფს არ სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა და შეიძლება მისი საყელურით გასეირნება, თუმცა დიდი ზომები ხელს უშლის პოპულარული კომპანიონი გახდეს. ესპანური მასტიფი ჭკვიანი და დამჯერი მოდარაჯეა, თუმცა ზოგჯერ იკბინება და სხვა ძაღლების მიმართ აგრესიულია. კარგად იტანს სიცივეს, ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. აქვს თხელი, ხშირი, რბილი ბალანი, რომლის შეფერილობა შეიძლება იყოს ხორბლისფერი, ჟღალი, შავლაქებიანი, ზონარული-ნაცრისფერი, ვეფხვისებრი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება