სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰოლი.

ესაფ ჰოლი (ინგლ. Asaph Hall; დ. 15 ოქტომბერი, 1829, გოშენი, კონექტიკუტის შტატი — გ. 22 ნოემბერი, 1907, ანაპოლისი, მერილენდის შტატი) — ამერიკელი ასტრონომი, ვაშინგტონის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1875).

ესაფ ჰოლი
ინგლ. Asaph Hall

დაბ. თარიღი 15 ოქტომბერი, 1829(1829-10-15)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი გოშენი[6]
გარდ. თარიღი 22 ნოემბერი, 1907(1907-11-22)[1] [2] [3] [4] [5] (78 წლის)
გარდ. ადგილი ანაპოლისი[7]
დასაფლავებულია გოშენი[8]
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ასტრონომი, მათემატიკოსი და დურგალი
მუშაობის ადგილი ჰარვარდის უნივერსიტეტი და აშშ-ის ძველი სამხედრო-საზღვაო ობსერვატორია
ალმა-მატერი მაკგროვილის კოლეჯი
მეუღლე ანჯელინა სტიკნი
მამა ესაფ ჰოლი უფროსი
შვილ(ებ)ი პერსივალ ჰოლი და ესაფ ჰოლი უმცროსი
ჯილდოები ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი, ლალანდის პრემია და საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[9]
ხელმოწერა

1857-1862 წლებში მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ობსერვატორიაში ასისტენტად, ხოლო 1862-1891 წლებში ვაშინგტონის საზღვაო ობსერვატორიაში დამკვირვებელ ასტრონომად. 1896-1901 წლებში ლექციებს კითხულობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში. 1876 წელს განსაზღვრა სატურნის ბრუნვის პერიოდი, 1877 წელს აღმოაჩინა მარსის თანამგზავრები, აკვირდებოდა პლანეტებსა და თანამგზავრებს და ამუშავებდა მათი მოძრაობის თეორიას.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება