ერმალოზ სირბილაძე

ერმალოზ სირბილაძე (დ. ივლისი, 1875, თელავი — გ. 26 დეკემბერი, 1937) — ქართველი პედაგოგი, პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ერმალოზ სირბილაძე
დაბადების თარიღი 1875
დაბადების ადგილი თელავი
გარდაცვალების თარიღი 26 დეკემბერი, 1937(1937-12-26)

ბიოგრაფია რედაქტირება

ერმალოზ სირბილაძე დაიბადა 1875 წლის ივლისში, თელავში. დაამთავრა თელავის ოთხკლასიანი სასწავლებელი, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სემინარია.

1893 წელს მონაწილეობა მიიღო სემინარისტების „ბუნტში“, რის გამოც სემინარია 1 წლით დახურეს და სემინარისტები სხვადასხვაგვარად დასაჯეს. 1900 სასწავლო წლიდან დანიშნეს მასწავლებლად დუშეთის მაზრის სოფელ სნოს სკოლაში. 1908 წელს დააკავეს რევოლუციური საქმიანობსთვის და ერთი წლით ჩასვეს ციხეში. 1917 წელს აირჩიეს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმის წევრად ქალაქ ნოვო-ნიკოლააევსკში. მუშაობდა არმიაში კულტურის მიმართულებით, აარსებდა ბიბლიოთეკებსა და მართავდა წარმოდგენებს. 1919 წლის 9 მაისიდან იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო აგრარული კომისიის თავმჯდომარის ამხანაგი. იმავე წლიდან იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი და საქართველოს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი.

1921 წელს საბჭოთა ოუპაციის შემდეგ ცოტა ხნით იყო ემიგრაციაში და მალევე დაბრუნდა საქართველოში. 1922–1923 წლებში მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ კოოპერატიულ კავშირში ინსტრუქტორად. 1937 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს იმავე ღამეს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გუნცაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 402.
  • ხვადაგიანი ი., „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, 2016. — გვ. 361, ISBN 978-9941-0-9318-0.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება