ერიხ იოჰან ალბერტ რედერი ( გერმ. Erich Johann Albert Raeder) (დ. 24 აპრილი, 1876, ვანდსბეკი, ჰამბურგი, გერმანია — გ. 6 ნოემბერი, 1960, კილი, გერმანია) — გერმანელი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, გროსადმირალი (1939), ვაიმარის რესპუბლიკისა და მესამე რაიხის საზღვაო ძალების მთავარსარდალი.

გროსადმირალი ერიხ რედერი

ბიოგრაფია რედაქტირება

1894 წლიდან მსახურობდა ფლოტში. პირველი მსოფლიო ომის დროს, 1917 წლიდან, მეთაურობდა კრეისერს. 1928 წლიდან იყო მთავარი საზღვაო შტაბის უფროსი. 1935-1943 წლებში იყო სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდალი. 1943 წელს გადადგა. 1946 წელს ნიურნბერგის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 1955 წელს გაათავისუფლეს.

ლიტერატურა რედაქტირება