ერისწყალი

მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერისწყალი (მრავალმნიშვნელოვანი).

ერისწყალი, დიდი ერისწყალიმდინარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში, ოქუმის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 75 კმ, აუზის ფართობი 296 კმ². იწყება ოხაჩქუეს კარსტული მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთის ძირში, ზღვის დონიდან 560 მ-ზე. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა კარსტული წყლებით, გაზაფხულზე იცის ხანმოკლე წყალდიდობა, წელიწადის სხვა დროს — წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 12,0 მ³/წმ. ერისწყლის შენაკადია რთომისწყალი, პატარა ერისწყალი და სხვა. ერისწყალზე, სოფელ რეჩხთან, აგებულია გალის წყალსაცავი.

ერისწყალი
სხვა სახელი დიდი ერისწყალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები გალის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა)
სათავე 42°43′26″ ჩ. გ. 41°56′22″ ა. გ. / 42.723889° ჩ. გ. 41.939583° ა. გ. / 42.723889; 41.939583
სათავის სიმაღლე 560 მ
შესართავი ოქუმი
42°38′22″ ჩ. გ. 41°43′24″ ა. გ. / 42.639667° ჩ. გ. 41.723500° ა. გ. / 42.639667; 41.723500
სიგრძე 75 კმ
აუზის ფართობი 296 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 12,0 მ³/წმ
ერისწყალი — საქართველო
ერისწყალი
ერისწყალი
ერისწყალი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ერისწყალი
ერისწყალი
— სათავე, — შესართავი

ლიტერატურა რედაქტირება