ერთხელ ჰოლივუდში

კვენტინ ტარანტინოს 2019 წლის ფილმი

„ერთხელ ჰოლივუდში“ (ინგლ. Once Upon a Time in Hollywood) — 2019 წლის ამერიკული კომედიურ-დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორი, სცენარის ავტორი და თანაპროდიუსერია კვენტინ ტარანტინო. ფილმი აწარმოა კომპანიებმა: Columbia Pictures, Bona Film Group, Heyday Films და Visiona Romantica. დისტრიბუცია გაუწია Sony Pictures Releasing-მა. „ერთხელ ჰოლივუდში“ ამერიკული და ბრიტანული კომპანიების ერთობლივი ნამუშევარია. მონაწილეობენ: ლეონარდო დიკაპრიო, ბრედ პიტი, მარგო რობი, ემილ ჰირში, მარგარეტ კუელი, ტიმოთი ოლიფანტი, ოსტინ ბატლერი, დაკოტა ფენინგი, ბრიუს დერნი და ალ პაჩინო.

„ერთხელ ჰოლივუდში“
რეჟისორი კვენტინ ტარანტინო
პროდიუსერი
ტექსტს კითხულობს კურტ რასელი
როლებში
ოპერატორი რობერტ რიჩარდსონი
მონტაჟი ფრედ რესკინი[1]
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი Sony Pictures Releasin
გამოსვლის თარიღი
  • 21 მაისი, 2019 (2019-05-21) (კანი)
  • 26 ივლისი, 2019 (2019-07-26) (აშშ)
  • 14 აგვისტო, 2019 (2019-08-14) (გაერთიანებული სამეფო)
ხანგრძლივობა 161 წუთი[2]
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ბიუჯეტი 90–96 მილიონი[3]
შემოსავალი 374.3 მილიონი[4]

სიუჟეტი მიმდინარეობს 1969 წელს, ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის ოქროს ხანის მიწურულს, სადაც სატელევიზიო ვესტერნების ყოფილი ვარსკვლავი, რიკ დალტონი (ლეონარდო დიკაპრიო) და მისი დუბლიორი, კლიფ ბუთი (ბრედ პიტი) ცდილობენ იპოვონ თავიანთი ადგილი კინოინდუსტრიის სწრაფად ცვალებად სამყაროში.[5]

2017 წელს დაანონსებული „ერთხელ ჰოლივუდში“ კვენტინ ტარანტინოს პირველი ფილმია, რომელიც პროდიუსირებული არ არის ჰარვი ვაინსტინისა და მისი კომპანიების, Miramax Films და The Weinstein Company-ის მიერ. ტარანტინომ ვაინსტინთან თანამშრომლობა გაწყვიტა მას შემდეგ, რაც ათეულობით ქალმა მსახიობმა დაადანაშაულა იგი სექსუალურ ძალადობაში. ფილმის გამოცემის უფლება მოიპოვა Sony Pictures-მა, რომელსაც მოუწია ტარანტინოს სხვადასხვა მოთხოვნების შესრულება. დიკაპრიო, პიტი, რობი და რამდენიმე მსახიობი გადაღებებს შეუერთდნენ 2018 წელს, იანვრისა და ივნისის თვეებს შორის. ძირითადი გადაღებები მიმდინარეობდა 2018 წლის 18 ივნისიდან 1 ნოემბრამდე, ლოს-ანჯელესში.[6][7]

ფილმის პრიმიერა გაიმართა 2019 წლის 21 მაისს, კანის კინოფესტივალზე.[8][9]„ერთხელ ჰოლივუდში“ კინოგაქირავებაში გამოვიდა 26 ივლისს, გაერთიანებულ სამეფოში14 აგვისტოს.[10] ფილმმა კინოკრიტიკოსების შექება დაიმსახურა. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე ფილმი ფლობს 85%-იან რეიტინგს.[11]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Once Upon a Time in Hollywood news round-up for June. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მაისი, 2019. ციტირების თარიღი: 3 მაისი, 2019.
  2. ONCE UPON A TIME IN HOLLYWOOD (18). British Board of Film Classification (11 ივლისი, 2019). ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2019.
  3. D'Alessandro, Anthony. (27 ივლისი, 2019) Hooray For ‘Hollywood’: Quentin Tarantino Sees His Biggest B.O. Opening Of All-Time With $40M+ As ‘Lion King’ Still Lords With $76M+ – Sunday Update. ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2019.
  4. Once Upon a Time in Hollywood (2019). IMDb. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი, 2019.
  5. Sperling, Nicole. (17 ნოემბერი, 2017) Quentin Tarantino Is Ditching Weinstein for Sony. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი, 2018. ციტირების თარიღი: 18 ივნისი, 2018.
  6. Marc, Christopher. (May 24, 2018) Tarantino's 'Once Upon A Time in Hollywood’ Begins Filming on June 18th in LA. Omega Underground. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ივნისი, 2018. ციტირების თარიღი: 18 ივნისი, 2018.
  7. Once Upon a Time in Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 მარტი, 2019. ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი, 2018.
  8. 'Once Upon a Time in Hollywood' Joins Cannes' Competition Roster (2 მაისი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მაისი, 2019. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2019.
  9. The Screenings Guide 2019 (9 მაისი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მაისი, 2019. ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2019.
  10. McClintock, Pamela. Quentin Tarantino's Manson Movie Shifts Off Sharon Tate Murder Anniversary Date (18 ივლისი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივლისი, 2018. ციტირების თარიღი: 18 ივლისი, 2018.
  11. Once Upon a Time in Hollywood (2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მარტი, 2019. ციტირების თარიღი: 23 აგვისტო, 2019.