ეპისტოლური ლიტერატურა

ეპისტოლური ლიტერატურა (ბერძნ. epistole - მიმართვა) იხმარება სამი მნიშვნელობით:

1. სხვადასხვა გვარისა და ჟანრის ნაწარმოები, რომლებიც შედგება წერილებისაგან (ეპისტოლეებისაგან). ეპისტოლური ლიტერატურის მხატვრული ნაწარმოების ავტორი კორესპონდენტთა მიწერ-მოწერაში არ ჩანს, რაც უშუალობის, დოკუმენტურობის ეფექტს ქმნის და ტექსტს დამაჯერებლობას მატებს. ეპისტოლური ლიტერატურა, როგორც მხატვრული ლიტერატურის ჟანრი, წარმოიქმნა და გავრცელდა ძველ ბერძნულ და განსაკუთრებით რომაულ, იქიდან კი ევროპულ ლიტერატურაში.

ცნობილია ციცერონის, ჰორაციუსის, სენეკას, ერაზმ როტერდამელის, მეფე ივანე მრისხანეს, მონტესკიეს, კარამზინის ეპისტოლური ნაწარმოებები. წერილებისგან შემდგარი რომანები: გოეთეს ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი, პუშკინის რომანი წერილებში, დოსტოევსკის საბრალო ადამიანები, ლაკლოს სახიფათო კავშირები და ა.შ.

2. მწერლების მეცნიერებისა და ცნობილ საზოგადო მოღვაწეების წერილები. ცნობილია მარქსის, ენგელსის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის წერილები.

3. ჟურნალისტური ლიტერატურული ნაწარმოების ფორმა. ხშირია დიდი მწერლის ან მეცნიერის ე.წ. ღია წერილები.

ლიტერატურა რედაქტირება