ეპამინონდა (დ. ძვ. წ. 420 — გ. ძვ. წ. 362) — ძველი ბერძენი პოლიტიკოსი და მხედართმთავარი.

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა თებეს წარჩინებული, მაგრამ გაღარიბებული გვარის ოჯახში. მიიღო კარგი განათლება. ძვ. წ. 371 წლიდან სხვა დანარჩენ 6 ბეოტარქოსთან ერთად სათავეში ეგდა ბეოტიის კავშირს. მონაწილეობდა სპარტასთან მოლაპარაკებებში, მაგრამ მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ სარდლობდა თებეს ჯარს სპარტის წინააღმდეგ. სამხედრო ტაქტიკაში პირველმა გამოიყენა ე.წ. ირიბი წყობა და ძვ. წ. 371 წელს ლევქტრასთან სასტიკად დაამარცხა სპარტელები გაცილებით მცირერიცხოვანი ჯარით. ეპამინონდას ამ გამარჯვებამ და მომდევნო სამმა ლაშქრობამ სპარტაში 370, 369 და 367 წლებში სპარტა დასცა და ხელი შეუწყო თებეს აღზევებას. ძვ. წ. 369-363 წლებში გაილაშრქა თესალიის წინააღმდეგ. მისი ინიციატივით თებემ შექმნა ფოტი, რომელმაც ხელი შეუწყო თებეს კავშირში საზღვაო პოლისების შესვლას. ძვ. წ. 362 წელს ასიკვდილოდ დაიჭრა მანტინეასთან ბრძოლაში. ეპამინონდას მიერ გამოყენებული საბრძოლო ხერხები სრულყვეს ფილიპე II და ალექსანდრე მაკედონელებმა.

ლიტერატურა რედაქტირება