ენ ბრედსტრიტი

ინგლისელი პოეტი

ენ ბრედსტრიტი (ინგლ. Anne Bradstreet; ქალიშვილობაში დადლი (ინგლ. Dudley); დ. 20 მარტი, 1612 — გ. 16 სექტემბერი, 1672) — ჩრდილოეთ ამერიკის გამოჩენილი ინგლისელი პოეტი და პირველი მწერალი, რომლის ნაშრომებიც ინგლისის ჩრდილოეთ ამერიკულ კოლონიებში დაიბეჭდა. ბრედსტრიტი პირველი პურიტანი ფიგურაა ამერიკულ ლიტერატურაში.

ენ ბრედსტრიტი
დაბადების თარიღი 20 მარტი, 1612(1612-03-20)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბადების ადგილი ნორთჰემფტონი
გარდაცვალების თარიღი 16 სექტემბერი, 1672(1672-09-16)[1] [10] [5] [11] [12] [13] [7] [8] [14] (60 წლის)
გარდაცვალების ადგილი ანდოვერი
დასაფლავებულია მასაჩუსეტსი
საქმიანობა პოეტი[15] , მწერალი[16] [17] და ფილოსოფოსი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა ინგლისის სამეფო
მეუღლე საიმონ ბრედსტრიტი[18]
შვილ(ებ)ი Dudley Bradstreet, John Bradstreet, Samuel Bradstreet[18] , Sarah Bradstreet, Dorothy Bradstreet[18] , Simon Bradstreet[18] , Mercy Bradstreet[19] და Hannah Ann Wiggin[20]

ბრედსტრიტი მდიდარი პურიტანის ოჯახში, ნორთჰემპტონში, ინგლისში დაიბადა. ის განსწავლული მეცნიერი ქალი იყო, რომლის შემოქმედებაზეც დიდი გავლენა მოახდინა გიიომ დიუ ბარტასის შრომებმა. ბრედსტრიტი რვა შვილის დედა და ახალი ინგლისის საზოგადოების საჯარო მოხელის მეუღლე იყო. ის სხვა მოვალეობების შესრულების პარალელურად წერდა. მისი ადრეული ნაშრომები გიიომ დიუ ბარტასის სტილში იკითხება, მაგრამ შემდგომი ნაწერები მისი პოეზიის უნიკალურ სტილში გარდაისახა. პოეტის ნაწარმოებთა ცენტრში მისი, როგორც დედის როლი, ცხოვრებისეულ გამოწვევებთან ბრძოლა და ქალის პურიტანული ბედისწერა მოექცა.

მის გვიან პოემებში დახატული პორტრეტის მიხედვით, ბრედსტრიტი აღწერილია, როგორც „განათლებული ინგლისელი ქალი, მოსიყვარულე ცოლი, მოსიყვარულე დედა, მასაჩუსეტსის პრინცესა, სულით პურიტანი და მგრძნობიარე პოეტი“.[21] ბრედსტრიტის პოემების პირველი კრებული „The Tenth Muse Lately Sprung Up in America“ გახდა, რომელიც 1650 წელს დაიბეჭდა (ერთადერთი ნაშრომი, რომელიც ბრედსტრიტის სიცოცხლეშივე გამოიცა). წიგნს, როგორც ძველ სამყაროში, ისე ახალ სამყაროშიც დადებითად შეხვდნენ.[22][23] პოეტის სიკვდილის შემდეგ, 1678 წელს, მისი კიდევ ერთი წიგნი დაიბეჭდა, რომელშიც სხვა პოემებთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოემაც — „ჩემს ძვირფას და მოსიყვარულე ქმარს“ შევიდა.

ადრეული წლები რედაქტირება

ენი ნორთჰემპტონში, ინგლისში, 1612 წელს დაიბადა, ლინკოლნის საგრაფოს სტიუარდის თომას დადლისა და დოროთი იორკის ოჯახში.[24] ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბრედსტრიტი თავისი დროისთვის განსწავლული ქალი იყო — სწავლობდა ისტორიას, რამდენიმე ენასა და ლიტერატურას. 16 წლის ასაკში, ის საიმონ ბრედსტრიტზე დაქორწინდა. მოგვიანებით ბრედსტრიტის მამაცა და ქმარიც მასაჩუსეტსის ყურის კოლონიის (1628-1691) გუბერნატორები გახდნენ. 1630 წელს, ქმართან და მშობლებთან ერთად, ბრედსტრიტი უინტროფის ფლოტის ერთ-ერთი გემით, „არბელა“-თი, სხვა პურიტანებთან ერთად ამერიკაში ემიგრაციაში წავიდა.[25] ამერიკის მიწაზე 1630 წლის 14 ივნისს დადგეს ფეხი. გუბერნატორ ჯონ ენდეკოტისა და სხვა ახალმოსახლეთა ავადმყოფობისა და შიმშილი გამო, ისინი პიონერთა სოფელში დიდხანს არ დარჩენილან. უმრავლესობა მალევე სანაპიროს გასწვრივ, ჩარლზთაუნისკენ (მასაჩუსეტსი) გაემართა, რათა მცირე გაჩერების შემდეგ, მდინარე ჩარლზის გაყოლებით კვლავ სამხრეთისაკენ გადაადგილებულიყვნენ და ბორცვთა ქალაქი (ბოსტონი) დაეარსებინათ.

ბრედსტრიტის ოჯახი მალევე გადასახლდა დღევანდელი კემბრიჯის (მასაჩუსეტსი) ტერიტორიაზე. 1632 წელს ენის პირველი შვილი, სემიუელი შეეძინა. მიუხედავად სუსტი ჯანმრთელობისა, ენის 8 შვილი ეყოლა და კომფორტული სოციალური მდგომარეობაც ჰქონდა. 1640-იანი წლების დასაწყისში, საიმონმა ექვსი შვილის დედა, ორსული ცოლი კიდევ ერთხელ იფსვიჩიდან ანდოვერ პარიშიში გადასახლებაზე დაიყოლია. ჩრდილოეთ ანდოვერი 1646 წელს სტივენსებმა, ოსგუდებმა, ჯონსონებმა, ფარნუმებმა, ბარკერებმა და ბრედსტრიტებმა სხვა ოჯახებთან ერთად დააარსეს. ენის და მისი ოჯახი ჩრდილოეთ ანდოვერის ძველ ცენტრში დასახლდა.

ენის მამაც და ქმარიც 1636 წელს, ჰარვარდის დამაარსებლებს შორის იყვნენ. მისი ორი ვაჟი — სემიუელი და საიმონი კი, ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან.

ბრედსტრიტი 60 წლის ასაკში, 1672 წლის 16 სექტემბერს, ტუბერკულოზით, ჩრდილოეთ ანდოვერში გარდაიცვალა. მისი საფლავის ზუსტი მდებარეობა ბოლომდე გარკვეული არ არის. ენის გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ, საიმონ ბრედსტრიტი ხელმეორედ დაქორწინდა ქალზე, რომელსაც ასევე ენის (გარდინერი) ერქვა. საიმონი, 1697 წელს გარდაიცვალა და სალემში დაკრძალეს.

მნიშვნელოვანი ნაშრომები რედაქტირება

  • Before the Birth of One of Her Children (მისი შვილებიდან ერთ-ერთის დაბადებამდე)
  • A Dialogue between Old England and New (დიალოგი ძველ და ახალ ინგლისს შორის)
  • Another (სხვა)
  • Another (II) (სხვა (II))
  • For Deliverance From A Fever (ციებისაგან ხსნისთვის)
  • Contemplations (poem) (ღრმა ფიქრები (პოემა))
  • In Honour of that High and Mighty Princess, Queen Elizabeth (დედოფალ ელისაბედის პატივსაცემად)
  • The Author to Her Book (ავტორი წიგნის შესახებ)
  • The Flesh and the Spirit (ხორცი და სული)
  • The Four Ages of Man (quaternion) (მამაკაცის ოთხი ხანა)
  • Four Seasons of the Year (quaternion) (წელიწადის ოთხი დრო)
  • Four Elements (quaternion) (ოთხი ელემენტი)
  • Of The Four Ages of Man (quaternion) (მამაკაცის ოთხი ხანის შესახებ)
  • The Four Monarchies (quaternion) (ოთხი მონარქია)
  • The Prologue (პროლოგი)
  • To My Dear and Loving Husband (ჩემს ძვირფას და მოსიყვარულე ქმარს)
  • Verses upon the Burning of our House (ლექსები ჩვენი დამწვარი სახლის შესახებ)
  • The Tenth Muse Lately Sprung Up in America

ლიტერატურა რედაქტირება

  • Cook, Faith, Anne Bradstreet Pilgrim and Poet, EP Books, Darlington 2010 ISBN 978-0-85234-714-0
  • Gordon, Charlotte, Mistress Bradstreet: The Untold Life of America's First Poet, Little, Brown, New York 2005 ISBN 0-316-16904-8
  • Engberg, Kathrynn Seidler, The Right to Write: The Literary Politics of Anne Bradstreet and Phillis Wheatley. University Press of America, Washington D.C., 2009. ISBN 978-0761846093
  • Nichol, Heidi, Anne Bradstreet, A Guided Tour of the Life and Thought of a Puritan Poet, P&R Publishing, New Jersey 2006

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #118659758 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. Swartz A. Open Library — 2007.
  4. WomenWriters
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. Find a Grave — 1996.
  7. 7.0 7.1 GeneaStar
  8. 8.0 8.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  9. Trove — 2009.
  10. Encyclopædia Britannica
  11. IMSLP — 2006.
  12. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  13. Lundy D. R. The Peerage
  14. A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — გვ. 62. — ISBN 978-1-85743-228-2
  15. Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 130.
  16. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  17. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 Kindred Britain
  19. Pas L. v. Genealogics — 2003.
  20. geni.com — 2006.
  21. Langlin, Rosemary .M ' Anne Bradstreet:Poet in search of a Form ' American Literature vol 42 no 1 Duke University Press Mer1970
  22. De Grave, Kathleen. "Anne Bradstreet". The Literary Encyclopedia. First published 31 May 2006 წაკითვის თარიღი: 6 მარტი, 2018.
  23. Nichols, Heidi, Anne Bradstreet P&R Publishing, Philipsburg, 2006 ISBN 978-0-87552-610-2
  24. Anne Bradstreet biography. annebradstreet.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 იანვარი, 2007. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2018.
  25. Woodlief, A.(n.d.).Biography of Anne Bradstreet. წაკითხვის თარიღი: 6 მარტი, 2018.