ენრიკე I კასტილიელი (ესპ. Enrique I de Castilla; დ. 14 აპრილი, 1203, ვალიადოლიდი — გ. 6 ივნისი, 1217, პალენსია) — კასტილიის მეფე 1214–1217 წლებში.

ენრიკე I
Enrique I
კასტილიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1214
მმართ. დასასრული: 1217
წინამორბედი: ალფონსო VIII
მემკვიდრე: ბერენგარია
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 აპრილი, 1203
დაბ. ადგილი: ვალიადოლიდი
გარდ. თარიღი: 6 ივნისი, 1217
გარდ. ადგილი: პალენსია
მამა: ალფონსო VIII
დედა: ელეონორა ინგლისელი

ალფონსო VIII-ისა და ელეონორა ინგლისელის შვილი. დედის ხაზით იყო ინგლისის მეფის ჰენრი II-ისა და ელეონორა აკვიტანიელის შვილიშვილი. გარდაიცვალა 1217 წელს სახურავიდან ჩამოვარდნილი კრამიტის დაცემის შედეგად. მისი მემკვიდრე გახდა ბერენგარია.

1215 წელს, 12 წლის ასაკში დააქორწინეს პორტუგალიის მეფის სანშუ I-ის ქალიშვილზე მაფალდა პორტუგალიელზე. იმის გამო, რომ ცოლ-ქმარი ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ ქორწინება არ განხორციელდა და 1216 წელს ჩაიშალა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Previté-Orton, Charles William, The shorter Cambridge Medieval History, Cambridge University Press, 1952.
  • Taylor, Craig, Debating the Hundred Years War, Cambridge University Press, 2006.
  1. https://commons.wikimedia.org/wiki/Category:Henry_I_of_Castile