ენიო მორიკონე (იტალ. Ennio Morricone; დ. 10 ნოემბერი, 1928, რომი — გ. 6 ივლისი, 2020, რომი) — იტალიელი კომპოზიტორი და დირიჟორი. მხატვრული და ტელეფილმებისთვის მორიკონემ 500-ზე მეტი მუსიკა დაწერა.

ენიო მორიკონე

ენიო მორიკონე კანის კინოფესტივალზე 2007 წელს
ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც მაესტრო
დაბ. თარიღი 10 ნოემბერი, 1928
დაბ. ადგილი რომი, იტალიის სამეფო[1]
წარმოშობა რომი, იტალია
გარდ. თარიღი 6 ივლისი, 2020 (91 წლის)
გარდ. ადგილი რომი, იტალია
დასაფლავებულია Cimitero Laurentino
ჟანრ(ებ)ი კინო მუსიკა, კლასიკური მუსიკა, პოპ-მუსიკა, ჯაზი, ლაუნჯ მუსიკა
საქმიანობა კომპოზიტორი, დირიჟორი, მესაყვირე
აქტიური 1946–2020
ხელმოწერა
საიტი enniomorricone.it
ენიო მორიკონე ვიკისაწყობში

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1928 წელს, ცნობილი ჯაზშემსრულებლის ოჯახში, იტალიის დედაქალაქ რომში. მამამისი უკრავდა ტუბაზე. ენიო მორიკონემ დაამთავრა წმინდა სესილიას სახელობის კონსერვატორია.

1950-იანი წლებიდან მოყოლებული მორიკონე მიიჩნევა, ერთ-ერთ გავლენიან კომპოზიტორად. მუსიკას ძირითადად ვესტერნის ჟანრის ფილმებისთვის წერდა. თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიცაა სერჟიო ლეონე, ბერნარდო ბერტოლუჩი, პიერ პაოლო პაზოლინი და სხვები.

1962 წლიდან ენიო მორიკონე მუშაობას იწყებს ხმის ჩამწერ სტუდიაში, სადაც არანჟირებას უკეთებს მრავალ სიმღერას. 2007 წელს ენიო მორიკონეს კინემატოგრაფში შეტანილი დიდი წვლილისათვის ოსკარის პრემია მიენიჭა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #119011328 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.