ენერგეტიკული სასმელი

ენერგეტიკული სასმელი — მატონიზირებელი, რომელიც ადამიანს აძლევს ენერგიის მცირეხნიან მოზღვავებას. მისი ზემოქმედებით ადამიანის შინაგანი რესურსები მობილიზდება, თუმცა ენერგეტიკული სასმელის მუდმივმა სტიმულირებამ ადამიანის ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს საპირისპირო შედეგი: სიფხიზლისა და ენერგიის მოზღვავების მაგივრად ადამიანი შეიძლება მოითენთოს და დაიღალოს, სასმელმა მის ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის აჩქარება (ტაქიკარდია), მაღალი წნევა, უძილობა, საშინელი დეპრესიული მდგომარეობა.

ენერგეტიკული სასმელის სხვადასხვა ბრენდი

ენერგეტიკული სასმელების შემცველობა:

  1. ნივთიერებები ნერვული სისტემის ტონიზირებისთვის (კოფეინი, ზრდადი ექსტრაქტი გუარანი და ჟენშენი)
  2. ნახშირწყლები — ენერგიის მატარებლები, როგორებიცაა: გლუკოზა, საქაროზა.
  3. ნივთიერებათა მასტიმულირებელი ელემენტები: ვიტამინი B და მსგავსი ვიტამინები, მაგალითად ტაურინი.
  4. არომატიზატორები და საკვები დანამატი.

უკუჩვენებები რედაქტირება

ყველა ენერგეტიკული სასმელი შეიცავს კოფეინს ან კოფეინის შემცველ ზრდად ექსტრაქტებს, ისეთს, როგორიცაა გუარანი. ერთი ქილა ასეთი სასმელი შეიცავს საშუალოდ 90 მილილიტრ კოფეინს — შესაბამისად დიდ ფინჯან მუქ ყავაში არის 100 მილილიტრი კოფეინი.[1]

კოფეინი და მატონიზირებელი ზრდადი ექსტრაქტები (გუარანი, ჟენშენი), სამკურნალო კვების სპეციალისტების თქმით, უკუჩვენებადია ადამიანებზე რომლებსაც აქვთ სუსტი ნერვები, ასევე მათთვის, ვინც დაავადებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით (გულის იშემიური დაავადებები, არითმია და ა.შ.).

აგრეთვე კოფეინი უარყოფითად მოქმედებს კუჭსა და მის მიდამოებზე და შეიძლება გამოიწვიოს წყლული და გასტრიტი.

იზოტონიკი რედაქტირება

ზემოთხსენებული ენერგეტიკული სასმელების გარდა არსებობს სპორტსმენებისთვის შემუშავებული ენერგეტიკული სასმელები, მათ უწოდებენ იზოტონიკებს. იზოტონიკები არ არის გაზირებულები და სხვა ენერგეტიკული სასმელებისგან განსხვავებით არ შეიცავს კოფეინისა და გუარინის მსგავს გამოსაფხიზლებელ ნივთიერებებს. მათ შემადგენლობაში შედის ელკარინი, რომელიც ეხმარება ცხიმის დაწვასა და კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, ამასთანავე აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ აღადგენს ვიტამინებსა და მინერალებს. იზოტონიკებს არ გააჩნია აღსანიშნავი უკუჩვენებები. ერთადერთი — ეს არის ინდივიდუალური შეუთავსებლობა რომელიმე კომპონენტთან, რომელიც სასმელის შემადგენლობაში შედის.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Warning: Energy Drinks Contain Caffeine დაარქივებული 7 May 2018 საიტზე Wayback Machine. by Allison Aubrey. Morning Edition, National Public Radio, 24 September 2008.