ენდრიუ „ენდი“ სერკისი[1] (დ. 20 აპრილი, 1964) — ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი. ის ცნობილია გოლუმის განსახიერებით ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიაში, რომლისთვისაც მიიღო რამდენიმე ნომინაცია და სატურნის პრემია საუკეთესო მსახიობისთვის მეორეხარისხოვან როლში (2002). 2005 წელს მან ითამაშა კინგ კონგი პიტერ ჯექსონის ამავე სახელწოდების ფილმში. 2006 წელს გამოსულ ბრიტანულ სატელევიზიო ფილმში, ლონგფორდი, მან შეასრულა ცნობილი ინგლისელი მკვლელის იენ ბრედის როლი, რამაც ოქროს გლობუსის ნომინაცია მოუტანა.

ენდი სერკისი

ენდი სერკისი 2014 წელს
დაბადების სახელი ენდრიუ კლემენტ სერკისი
დაბადების თარიღი 20 აპრილი, 1964 (1964-04-20) (59 წლის)
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი
აქტიური 1989 – დღემდე
მეუღლე(ები) ლორეინ ეშბორნი (2002 – დღემდე)

2011 წელს სერკისმა ითამაშა მაიმუნების პლანეტის ფრენჩაიზის ახალ ფილმში, მაიმუნების პლანეტის აღზევება.[2] ის ასევე მიიღებს მონაწილეობას სტივენ სპილბერგის სურათში ტენტენის თავგადასავლები: მარტორქის საიდუმლო, 2012 წელს კი კვლავ განასახიერებს გოლუმს ჯ. რ. რ. ტოლკინის ჰობიტის ეკრანიზაციაში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. SERKIS, Andy. Ftvdb.bfi.org.uk (16 April 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 12 July 2010.
  2. Andy Serkis Cast in "Rise of the Apes", Total Film, 30 June 2010