ენდი გარსია (ესპ. Andrés Arturo García Menéndez; დ. 12 აპრილი 1956, ბეხუკალიკუბა) — ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და კინოპროდიუსერი. პრემია ALMA-ს ნომინანტი (2007 წ.) საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის ფილმისთვის „დაკარგული ქალაქი“.

ენდი გარსია
დაბადების სახელი ანდრე არტურო გარსია მენენდესი
დაბადების თარიღი 12 აპრილი, 1956 (1956-04-12) (68 წლის)
ჰავანა, კუბა
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1978–დღემდე
მეუღლე(ები) მარივი ლორიდო გარსია (1982–დღემდე)

ბიოგრაფია რედაქტირება

ენდი გარსია დაიბადა 1956 წლის 12 აპრილს ქალაქ ჰავანაში. როდესაც მას 5 წელი შეუსრულდა მისი ოჯახი ქვეყანაში დატრიალებული რევოლუციის გამო იძულებული გახდა ემიგრირებული ამერიკის შეერთებულ შტატებში. დედამისი ამელი მენენდესი ოყო ინგლისური ენის მასწავლებელი, ხოლო მამამისი რენე გარსია ფერმერი, რომელიც ავოკადოზე მუშაობდა. მოგვიანებით მან აშშ-ში გახსნა სხვადასხვა არომატების ბიზნესი.[1][2] ბავშვობიდანვე კალათბურთელობაზე ოცნებობდა. ენდი გარსიამ დაამთავრა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი.[3] 1978 წელს გარსია საცხოვრებლად ლოს-ანჟელესში გადადის, გამოიდიოდა დამოუკიდებელ თეატრალურ ჯგუფებში. შემდეგ დროდარდო იღებდა მცირე როლებს ტელევიზიაშიც. 1980-იანი წწ. დასაწყისში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ტელესერიალში.

მისი კინოკარიერა სწორედ 1980-იანი წლებიდან იწყება. ამ პერიოდში შესრულებული კინოროლებიდან აღსანიშნავია: „რვა მილიონი ხერხი თუ როგორ უნდა მოკვდე“, „ხელშეუხებელნი“, „შავი წვიმა“. 80-იან წწ. ენდი გარსიას უმთავრესად სერიოზულ როლებში უწევდა გამოსვლა. წარმატებით გაგრძელდა მისი კინოკარიერა 1990-იან წლებშიც. 1990 წელს მიიღო როლი კინოში „ნათლიმამა III“, ხოლო 1995 წელს „რით დაკავდეს მკვდარი დენვერში“.

ერთ-ერთი საუკეთესო როლი შეასრულა ფილმში „მოდილიანი“, სადაც იტალიელი მხატვრის ამადეო მოდილიანის სახე განასახიერა. მნიშვნელოვანი იყო ასევე მისი როლები ფილმებში: „ამნეზია“, „ჰაერი ,რომლითაც ვსუნთქავ“ და სხვ.

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1986 რვა მილიონი ხერხი თუ როგორ უნდა მოკვდე 8 Million Ways to Die ანხელ მოლდონადო
1987 ხელშეუხებელნი The Untouchables ჯორჯ სტოუნი
1989 შავი წვიმა Black Rain დეტექტივი ჩარლი ვინსენტი
1990 ნათლიმამა III The Godfather Part III ვინსენტ მანჩინი
1992 გმირი Hero ჯონ ბაბერი
1995 რით დაკავდეს მკვდარი დენვერში Things to Do in Denver When You're Dead ჯიმი ტოსნია
2001 ოუშენის თერთმეტი მეგობარი Ocean's Eleven ტერი ბენედიქტი
2004 ოუშენის თორმეტი მეგობარი Ocean's Twelve ტერი ბენედიქტი
2004 ამნეზია Twisted მაიკ დელმარკო
2004 მოდილიანი Modigliani ამადეო მოდილიანი
2005 დაკარგული ქალაქი The Lost City ფიკო ფელოვი / რეჟისორი
2007 ოუშენის ცამეტი მეგობარი Ocean's Thirteen ტერი ბენედიქტი
2007 ჰაერი ,რომლითაც ვსუნთქავ The Air I Breathe ფინგერსი
2011 აგვისტოს 5 დღე 5 Days of War მიხეილ სააკაშვილი
2014 მოკალი მაცნე Kill the Messenger ნორვინ მენეზესი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Blau, Eleanor (July 24, 1987). „New Face; A Fervor For Film Pays Off: Andy Garcia“. The New York Times. ციტირების თარიღი: April 25, 2010.
  2. Andy Garcia Biography (2010-). Filmreference.com (1956-04-12). ციტირების თარიღი: 2011-07-07.
  3. Andy Garcia - Biography. Net Glimpse. ციტირების თარიღი: 2010-12-19.