ემი ლოურენს ლოუელი (დ. 9 თებერვალი, 1874 — გ. 12 მაისი, 1925) — წარმოსახვითი ჟანრის ამერიკელი პოეტი ბრუკლინში, მასაჩუსეტსის შტატში. 1926 წლის პულიცერის პრემიის ლაურეატი პოეზიის დარგში (გარდაცვალების შემდეგ).

ემი ლოუელი
დაბადების თარიღი 9 თებერვალი, 1874(1874-02-09)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბადების ადგილი Brookline
გარდაცვალების თარიღი 12 მაისი, 1925(1925-05-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [10] [9] (51 წლის)
გარდაცვალების ადგილი Brookline
დასაფლავებულია მაუნტ-ობერნის სასაფლაო
საქმიანობა პოეტი[9] , მწერალი[11] [12] და ბანოვანი (წოდება)
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა აშშ
ჯილდოები პულიცერის პრემია პოეზიისათვის[13]
პარტნიორ(ებ)ი Ada Dwyer Russell

ბიოგრაფია რედაქტირება

ემი ლოურენს ლოუელი დაიბადა 1874 წლის 9 თებერვალს, ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში, ავგუსტუს ლოუელისა და კეტრინ ბიგელოუ ლოუელის ოჯახში. მისი ძმა იყო ასტრონომი პერსივალ ლოუელი, განმანათლებელი და იურიდიული მეცნიერი აბატი ლოურენს ლოუელი და ელიზაბეტ ლოუელ პუტნამი, პრენატალური ზრუნვის ადრეული აქტივისტი. ისინი იყვნენ ჯონ ლოუელის შვილიშვილები. [14][15]

სკოლაში სწავლა ახალგაზრდა ლოუელისთვის საკმაოდ დიდი სასოწარკვეთილების მომტანი წყარო იყო. იგი მიიჩნევდა, რომ ასაკის მატებასთან ერთად უვითარდებოდა „მამაკაცური“ და „უშნო“ აღნაგობა, რისთვისაც ხშირად იჩაგრებოდა. [16]

ლოუელს კოლეჯში არასროს უსწავლია, რადგან მისი მშობლები ამ მოვლენას ქალის ქცევისთვის შეუსაბამოდ მიიჩნევდნენ. ყველაფრის მიუხედავად, ეს დანაკლისი ემიმ აღიდგინა მუდმივი კითხვით. ამავდროულად, შეპყრობილი იყო წიგნების შემგროვებლობით. იგი საზოგადოდ აქტიური პიროვნება იყო და ბევრს მოგზაურობდა. ოფიციალურად, პოეტი გახდა 1902 წლიდან, 28 წლის ასაკში. ეს გამოიწვია ელეანორა დუზეს შესრულებულმა წარმოდგენამ ევროპაში.

ემი ლოუელი დაბალი, თუმცა წარმოსადეგი ქალბატონი იყო, რომელიც ატარებდა სათვალეს და თმები მუდამ ზევით აწეული ჰქონდა. ლოეული მუდმივად ეწეოდა სიგარებს, ამტკიცებდა, რომ ისინი სიგარეტზე მეტხანს ძლებდნენ. მის ამ მავნე ჩვევაზე ხშირად წერდნენ გაზეთებში. [17] ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის გამო მას მუდმივად ჭარბი წონა აწუხებდა.

შემოქმედება და წერის მანერა რედაქტირება

პირველი ნამუშევარი გამოაქვეყნა 1910 წელს „Atlantic Monthly“-ს ჟურნალში. პოემების პირველი ნაკრები — „ფერად-შუშიანი გუმბათი“, გამოჩნდა ორი წლის შემდეგ, 1912 წელს. 1955 წელს მისი ლექსების სიას დაემატა მანამდე მკითხველისთვის უცნობ პოემათა ჯგუფი. ეს გააკეთა ლუი უნტერმაიერმა, რომელიც საკუთარ თავს ემის მეგობრად თვლიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად წერდა სონეტებს, ლოუელი იყო ერთ-ერთი პირველი ქალი პოეტი, რომელმაც „თავისუფალი რითმის“ მეთოდით წერა დაიწყო და დიდ წარმატებასაც მიაღწია.

ბევრ პოემაში ლოუელი აგრძელებს ტაეპებს, რაც ფურცელზე პროზის სახეს იძლევა, სწორედ ამიტომწერის ამ ტექნიკას ემი „მრავალხმოვალ პროზას“ უწოდებს.

პირადი ცხოვრება და გარდაცვალება რედაქტირება

ლოუელი ამბობდა, რომ იყო ლესბოსელი და 1912 წლიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა მსახიობ ადა დვაიერთან ერთად.

ლოუელი გარდაიცვალა ტვინის შინაგანი სისხლდენით, 1925 წელს, 51 წლის ასაკში. დაკრძალეს ობურნის მთის სასაფლაოზე. [18] შემდეგ წელს მიიღო პულიცერის პრემია პოეზიაში ნაწარმოებისთვის „What's O'Clock“.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 IMSLP — 2006.
  5. 5.0 5.1 Discogs — 2000.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 FemBio database
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. 9.0 9.1 9.2 The Fine Art Archive — 2003.
  10. GeneaStar
  11. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  12. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  13. https://www.pulitzer.org/prize-winners-by-category/224
  14. Lowell, Delmar R., The Historic Genealogy of the Lowells of America from 1639 to 1899 (Rutland VT: The Tuttle Company, 1899), 283
  15. Chosön, the Land of the Morning Calm; a Sketch of Korea. World Digital Library. ციტირების თარიღი: 30 April 2013.
  16. Horace Gregory, Amy Lowell: Portrait of the Poet in her Own Time, Books for Libraries Press, Freeport, New York, 1958
  17. Gregory, pg.96
  18. Wilson, Scott. Resting Places: The Burial Sites of More Than 14,000 Famous Persons, 3d ed.: 2 (Kindle Location 28784). McFarland & Company, Inc., Publishers. Kindle Edition