ემინ მაჰმუდოვი (აზერ. Emin Cəbrayıl oğlu Mahmudov; დ. 27 აპრილი, 1992, საათლი, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი, პოზიციით ნახევარმცველი, ფეხბურთელი რომელიც ამჟამად აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის გუნდ ნეფთჩი ბაქოში თამაშობს. მაჰმუდოვს რუსეთის ეროვნული ნაკრების ყველა ასაკობრივ გუნდში აქვს ნათამაშები. 2016 წელს იგი შეუერთა აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებს. არის ნეფთჩი ბაქოს ვიცე-კაპიტანი.

ემინ მაჰმუდოვი
მაჰმუდოვი მორდოვია სარანსკში 2015 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Emin Cəbrayıl oğlu Mahmudov
დაბადების
თარიღი
27 აპრილი, 1992 (1992-04-27) (31 წლის)
დაბადების
ადგილი
საათლი, აზერბაიჯანი
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ნეფთჩი ბაქო
ნომერი 8
ახალგაზრდული კარიერა
2007-2010 სატურნი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2010 სატურნი 21 (1)
2011 - 2014 სპარტაკი მოსკოვი 13 (0)
2012   ტომ ტომსკი 8 (0)
2013   კრილია სოვეტოვი სამარა 12 (0)
2014 - 2016 კრილია სოვეტოვი სამარა 6 (0)
2015 - 2016 მორდოვია 18 (0)
2016 -2017 ბოავისტა 12 (1)
2017 - ნეფთჩი ბაქო 49 (11)
ეროვნული ნაკრები
2009 - 2010 რუსეთის 18-წლამდელთა 6 (3)
2010 - 2011 რუსეთის 19-წლამდელთა 9 (3)
2011 - 2012 რუსეთის 20-წლამდელთა 4 (1)
2012 - 2014 რუსეთის 21 წლამდელთა 15 (2)
2016 - აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრები 12 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა რედაქტირება

სატურნი რედაქტირება

ემინ მაჰმუდოვი დაიბადა 1992 წელს საათლიში, აზერბაიჯანში. იგი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა, სადაც ფეხბურთის თამაში ახალგაზრდულ აკადემიაში, „სატურნ რომენსკიში“ დაიწყო. 2010 წლის სეზონში იგი უფროსი გუნდის წევრი გახდა. მაჰმუდოვის დებიუტი რუსეთის პრემიერლიგაში 2010 წლის 24 აპრილს, დინამო მოსკოვის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შედგა (ამ დროსიგი 17 წლის იყო).[1] პროფესიონალურ დონეზე მან პირველი გოლი 20 ნოემბერს, ანზის წინააღმდეგ გაიტანა. მაჰმუდოვმა რუსეთის პრემიერლიგის პირველ სეზონში 22 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

სპარტაკი მოსკოვი რედაქტირება

სატურნის დაშლის შემდეგ, 2011 წლის 15 იანვარს, ემინ მაჰმუდოვი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა სპარტაკი მოსკოვს; მან გუნდთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა.[2] 2011-12 წლების სეზონის პირველ თამაშში მაჰმუდოვმა როსტოვის წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა.[3] სეზონის განმავლობაში იგი სპარტაკის 12 თამაშში გამოჩნდა: სეზონის კარგი დასაწყისის მიუხედავად, მან გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. 2012-2014 წლებში, 3 სეზონის განმავლობაში, იჯარით, მაჰმუდოვი ტომსკის და კრილია სოვეტოვის მაისურით თამაშობდა; ამ წლებში აგრეთვე ასპარეზობდა სპარტაკის რეზერვში.[4]

კრილია სოვეტოვი სამარა რედაქტირება

ერთწლიანი იჯარის შემდეგ, 2014 წლის 31 ივნისს, კრილია სოვეტოვმა ემინ მაჰმადოვი სპარტაკიდან 250,000 ევროდ შეიძინა. ამავე სეზონში კრილია პრემიერ ლიგიდან დაქვეითდა.[5] 2014-15 წლების სეზონი კრილია სოვეტოვი გახდა რუსეთის ფეხბურთის ეროვნული ლიგის ჩემპიონები და კვლავ მოახერხა პრემიერლიგაში დაწინაურება. 2014 წლის სექტემებრში მიღებული ფეხის ტრავმის გამო მაჰმუდოვმა სეზონის უმეტესი ნაწილი გამოტოვა.

ემინ მაჰმუდის დაბრუნება რუსეთის პრემიერ ლიგაში 2015 წლის 9 აგვისტოს, მოსკოვი სპარტაკის წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში მოხდა. 31 აგვისტოს გამოაცხადეს, რომ მაჰმუდოვი 2015-2016 წლების სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებდა მორდოვია სარასკში.[6] მორდოვიაში მისი დებიუტი 20 სექტემბერს შედგა; დებიუტიდან მალევე იგი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა.

ბოავისტა რედაქტირება

2016 წლის 21 ივლისს მაჰმუდოვმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა ბოავისტასთან.[7] მისი დებიუტი ბოავისტაში, პრიმერა ლიგის მატჩში, სპორტინგ ლისაბონის წინააღმდეგ შედგა (2016 წლის 20 ნოემბერი).[8][9] ამავე წლის 23 დეკემბერს მან კლუბში პირველი გოლი გაიტანა.[10][11]

ნეფთჩი ბაქო რედაქტირება

2017 წლის 18 სექტემბერს ნეფჩი ბაქომ ხელი მოაწერა მაჰმუდოვთან კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც იგი გუნდში 2017-2018 წლების სეზონის ბოლომდე რჩებოდა.[12] მისი აზერბაიჯანის პრემიერლიგაში დებიუტი 2017 წლის 24 სექტემბერს, გაბალას წინააღმდეგ შედგა.[13] მან ნეფთჩი ბაქო სმაისურით პირველი გოლი 19 ნოემბერს, გაბალას წინააღმდეგ გაიტანა.[14][15] 2018 წლის 17 ივნისს, მაჰუდოვმა ნეფთჩისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც იგი გუნდში 2019-2020 წლების სეზონის დასრულებამდე დარჩება.[16]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Game report by RFPL. ციტირების თარიღი: 2010-04-26
  2. Махмудов подписал контракт со «Спартаком». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2019-10-17.
  3. РФПЛ: Эмин Махмудов — Спартак დაარქივებული 2011-12-11 საიტზე Wayback Machine.
  4. Махмудов возвращается
  5. «СПАРТАК» И «КРЫЛЬЯ» ДОГОВОРИЛИСЬ О ПЕРЕХОДЕ МАХМУДОВА. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-22. ციტირების თარიღი: 2019-10-17.
  6. Эмин Махмудов будет выступать за "Мордовию" до конца сезона (in Russian). FC Krylia Sovetov Samara. 1 September 2015.
  7. ЭМИН МАХМУДОВ - ИГРОК ПОРТУГАЛЬСКОЙ "БОАВИШТЫ"! (in Russian). Football-agent.ru. 21 July 2016. Archived from the original on 16 September 2016.
  8. „ЭМИН МАХМУДОВ ДЕБЮТИРОВАЛ ЗА "БОАВИШТУ" В ИГРЕ ПРОТИВ "СПОРТИНГА". football-agent.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-23. ციტირების თარიღი: 2019-10-17.
  9. „Emin Mahmudov "Boavişta"da debüt etdi“. cbcsport.tv. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-01. ციტირების თარიღი: 2019-10-17.
  10. „Махмудов впервые вышел в стартовом составе Боавишты и забил первый гол“. azerisport.com.
  11. „Первый гол Эмина Махмудова в чемпионате Португалии“. haqqin.az.
  12. "Neftçi" Emin Mahmudovla müqavilə bağladı Azerbaijani. Neftchi Baku (18 September 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივნისი 2020. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი 2019.
  13. „QABALA VS. NEFTÇI 2 - 1“. Soccerway. 24 September 2017.
  14. „NEFTÇI VS. QABALA 2 - 3“. Soccerway. 19 November 2017.
  15. „Neftçi 2-3 Qəbələ“. PFL. 19 November 2017.
  16. Emin Mahmudovla müqavilə yenilənib Azerbaijani. Neftçi PFK (17 June 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 17 June 2018.