ემბერ პატრის რაილი (ინგლ. Amber Patrice Riley; დ. 15 თებერვალი, 1986) — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი. მას დიდი წარმატება მოუტანა ტელესერიალმა „კლუბი“, სადაც მერსედეს ჯონსის როლს ასრულებს.

ემბერ რაილი

ემბერ რაილი
დაბადების სახელი ემბერ პატრის რაილი
დაბადების თარიღი 15 თებერვალი, 1986 (1986-02-15) (38 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია,
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური 2005-დღემდე

17 წლის ასაკში, ემბერმა გასაუბრება გაიარა პროექტში — „American Idol“, თუმცა შოუში ვერ მოხვდა.

ემბერს დიდი პოპულარობა ხვდა წილად მას შემდეგ, რაც სერიალში კლუბი, მერსედეს ჯონსის როლი მიიღო. 2009 წლის შემდეგ იგი უკვე მესამე სეზონია რაც სერიალში მონაწილეობს თუმცა, პროდიუსერების თქმით იგი მეოთხე სეზონიდან სერიალს გამოეთიშება.

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი წარწერა როლი
2002 St. Sass ტობი
2009–დღემდე Glee მერსედეს ჯონსი
2010 The Simpsons ეიეშა
2011 Glee: The 3D Concert Movie მერსედეს ჯონსი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება