ელ-ტახინი (ესპ. El Tajín) — კოლუმბამდელი არქეოლოგიური ძეგლი მექსიკაში. ტახინი კლასიკური მესოამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო. იგი ყვაოდა ჩვ. წ. 600-1200 წლებში. ამ დროის განმავლობაში აქ აშენდა უამრავი ტაძარი, სასახლე, ბურთის სათამაშო მოედანი და პირამიდა. ქალაქის დაცემიდან, 1230 წლიდან XVIII საუკუნის ბოლომდე ევროპელებმა მის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ელ-ტახინი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ელ-ტახინი
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv
სია [1]
რეგიონი** ლათინური ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1992  (მე-16 სესია)
ნომერი 631
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 631
ინგლ.რუს.ფრ.

1992 წელს, მისი არქიტქეტურისა და კულტურული მნიშვნელობის გამო, იუნესკომ ტახინი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ეს არქიტექტურა შეიცავს დეკორატიულ ნიშნებს და მის მშენებლობაში გამოყენებულია ცემენტი, რომელიც დანარჩენი მესოამერიკისათვის იმ დროისთვის უცნობი იყო.

ტახინი ვერაკრუსის უმნიშვნელოვანესი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და მას წელიწადში 650 000 მნახველი სტუმრობს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება