ელ-ამარა (არაბ. العمارة), ასევე ცნობილია ამარას სახელით — ქალაქი ერაყში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და იგი არის მაისანის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი. მაისანის მუჰაფაზა მდებარეობს ირანის საზღვარზე, თუმცა არა ქალაქი ელ-ამარა, რადგან იგი საკუთარი მუჰაფაზის ზუსტად ცენტრშია მოქცეული. ქალაქი მდებარეობს მდინარე ტიგრის მარცხენა სანაპიროზე. ის 50 კილომეტრითაა დაშორებული ერაყის დედაქალაქ ბაღდადიდან.

ქალაქი
ელ-ამარა
العمارة
ქვეყანა ერაყის დროშა ერაყი
მუჰაფაზა მაისანი
კოორდინატები 32°00′00″ ჩ. გ. 47°00′00″ ა. გ. / 32.00000° ჩ. გ. 47.00000° ა. გ. / 32.00000; 47.00000
დაარსდა 1860
ცენტრის სიმაღლე 12
მოსახლეობა 511 542 კაცი (2012)
ელ-ამარა — ერაყი
ელ-ამარა

ამარა მდებარეობს 12 მეტრზე ზღვის დონიდან, ხოლო მისი მოსახლეობა 2012 წლის აღწერის მონაცემებით 511 542 ადამიანს შეადგენდა. ელ-ამარას ჰყავს მერი. თანამედროვე ქალაქი დაარსებულია 1860 წელს, მაშინ, როდესაც ერაყზე ოსმალეთის იმპერია ბატონობდა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება