ელი დე ბომონი

ფრანგი გეოლოგი

ჟან ბატისტ არმან ლუი ლეონს ელი დე ბომონი (ფრანგ. Léonce Élie de Beaumont; დ. 25 სექტემბერი 1798 — გ. 21 სექტემბერი 1874) — ფრანგი გეოლოგი. საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1835 წლიდან), კოლეჟ დე ფრანსის პროფესორი (1832 წლიდან), გეოლოგიური დაკვირვებები ჩაატარა ინგლისში, საფრანგეთსა და იტალიაში. 1841 წელს გამოაქვეყნა საფრანგეთის გეოლოგიური რუკა. დედამიწაზე მთაგრეხილების განაწილების კანონზომიერებას რომ იკვლევდა, 1829 წელს წამოაყენა კონტრაქციის ჰიპოთეზა. დაამუშავა სტრატიგრაფიული ხარვეზებისა და კუთხური უთანხმოების საშუალებით დანაოჭების ასაკის განსაზღვრის მეთოდიკა, რომელიც ჟორჟ კიუვიეს კატასტროფების თეორიას ემყარებოდა. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა მადანთა წარმოშობის პრობლემას. მისი აზრით, გამადნებები ყოველთვის ინტრუზივებთანაა დაკავშირებული. შემოიღო ფუძე და მჟავე ქანების ცნებები.

ელი დე ბომონი
დაბ. თარიღი 25 სექტემბერი, 1798(1798-09-25)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი Château de Canon, Canon, კალვადოსი[9]
გარდ. თარიღი 21 სექტემბერი, 1874(1874-09-21)[1] [2] [3] [4] [6] [7] [8] (75 წლის)
გარდ. ადგილი Château de Canon, Canon, კალვადოსი
დასაფლავებულია მონპარნასის სასაფლაო
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა ენტომოლოგი, გეოლოგი, პოლიტიკოსი[10] , mining engineer და პროფესორი[11]
მუშაობის ადგილი საფრანგეთის კოლეჯი[11]
ალმა-მატერი პოლიტექნიკური სკოლა, პარიზის სამთო სკოლა და ანრი IV-ის ლიცეუმი
განთქმული მოსწავლეები Ignacy Domeyko
მეუღლე ტერეზა მარია ავგუსტა ელი დე ბომონი[12]
მამა Armand Elie de Beaumont
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი[13] , ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, უოლასტონის მედალი[14] , საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[13], საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[13] და საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი[13]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 http://sdei.senckenberg.de/biographies/information.php?id=1853
  2. 2.0 2.1 Deutsche Nationalbibliothek Record #116098627 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. 3.0 3.1 http://www.senat.fr/senateur-2nd-empire/elie_de_beaumont_jean_baptiste_armand_louis_leonce0274e2.html
  4. 4.0 4.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. Léonore databaseministère de la Culture.
  6. 6.0 6.1 SNAC — 2010.
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. 8.0 8.1 www.accademiadellescienze.it
  9. https://www.annales.org/archives/x/elie.html
  10. senat.fr
  11. 11.0 11.1 კოლეჟ-დე-ფრანსის პროფესორების სია
  12. https://man8rove.com/fr/profile/kcllslcj-leonce-elie-de-beaumont
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 Léonore databaseministère de la Culture.
  14. https://www.geolsoc.org.uk/About/Awards-Grants-and-Bursaries/Society-Awards/Wollaston-Medal