ელისო — ნიკოლოზ შენგელაიას ფილმი, გადაღებული ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. 1965 წელს ფილმი აღადგინა, გადაამუშავა და გაახმოვანა რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ.

„ელისო“
ჟანრი დრამატული ფილმი
ისტორიული ფილმი
დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია
სცენარის ავტორი ნიკოლოზ შენგელაია,
სერგეი ტრეტიაკოვი
ნაწარმოები ელისო
ალექსანდრე ყაზბეგი
როლებში კირა ანდრონიკაშვილი
კოხტა ყარალაშვილი
კომპოზიტორი იონა ტუსკია
ხმის ოპერატორი როსტისლავ ლაპინსკი,
ი. გრიგორიანი
ოპერატორი ვლადიმერ კერესელიძე
მონტაჟი ვასილ დოლენკო
მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე
სტუდია სახკინმრეწვი
გამოსვლის თარიღი 23 ოქტომბერი, 1928
ხანგრძლივობა 76 წთ.
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმი ასახავს რუსეთის იმპერიის მცდელობას XIX საუკუნის მეორე ნახევარში მშობლიური მიწიდან აჰყაროს თავისუფლებისმოყვარე ჩეჩენი ხალხი, მათს ნაცვლად კი კაზაკები ჩაასახლოს. ოსმალეთისკენ განდევნილი ადამიანების ტრაგედიის ფონზე იშლება ჩეჩენი ელისოსა და მოხევე ვაჟიას სიყვარულის თემა. ვაჟა ჩეჩნებთან ჩადის, რათა მათგან საძოვრები იჯარით აიღოს და თან შეყვარებულის, ელისოს ნახვა უნდა. ჩეჩენ უხუცესთა საბჭო, რომელიც მანამდე მუდამ უთმობდა საძოვრებს მოხევეებს, ამჯერად უარზეა, რადგან ხელისუფლება ამის ნებას არ აძლევს. ამასთან, ხელისუფლება საბაბს ეძებს ადგილობრივების გასასახლებლად. სოფელი ვერდი კი მშვიდობიანად ცხოვრობს და ხელისუფლებას ამის საბაბს არ აძლევს. მალე გამოჩნდებიან მოღალატეები, რომელთა პროვოკაციების გამო ჩეჩნები იძულებულნი გახდებიან ბედს დაემორჩილონ. ელისო სოფელს ცეცხლს გაუკიდებს. ვაჟია ცდილობს ელისო მასთან დარჩეს, მაგრამ ქალი მამასა და თანასოფლელებს ოსმალეთში მიჰყვება.

როლებში რედაქტირება

გადაღება რედაქტირება

შენგელაია დიდხანს ეძებდა გადასაღებად ისეთ თემას, რაც ორიგინალურიც იქნებოდა და სახკინმრეწვის სხვა პროდუქციისგან განსხვავებულიც, ისეთს, რაც მანამდე ქართველ რეჟისორებს არ გადაეღოთ. მან ალექსანდრე ყაზბეგის „ელისო“ შეარჩია. ავტორებმა შეისწავლეს ისტორიული მასალები და გაეცნენ მეფის რუსეთის საარქივო დოკუმენტებს.

სცენარში შეიცვალა მოთხრობის ძირეული ხაზი. ლიტერატურული პირველწყაროს მიხედვით მეფის რუსეთის ანტიეროვნული პოლიტიკა დამღუპველი იყო კავკასიის ყველა ხალხისთვის, ფილმში კი საკითხი უფრო ლოკალურადაა დასმული, ჩეჩნების ტრაგედია არ უკავშირდება სხვა ხალხების ბედს.[1]შენგელაია წერდა, რომ მისი მიზანიარ იყო „ელისოს“ ილუსტრაცია, არამედ ისინი დააინტერესა ნაწარმოების იდეამ.[2]

შეფასება რედაქტირება

ეკრანებზე გამოსულ ფილმს პრესამ უმაღლესი შეფასება მისცა. რუსი კინომცოდნე სერგეი კაპტერევი წერდა: „ელისომ აუწყა ახალი ნაციონალური ესთეტიკის დაბადება, რომელშიც აგერთიანებულია ქართული ნაციონალური ტრადიციები და მონტაჟური კინოს მიღწევები. ფილმის ექსპრესიულმა მინიმალიზმმა შეცვალა წინა ფილმების მოდელირებული ეგზოტიკური დეკორატიულობა“ ამერიკული კინოჟურნალი „Variety“ (აპრილი, 1989) წერდა: „კირა ანდრონიკაშვილი ელისოს გვიხატავს, როგორც ძლიერ, მგზნებარე გმირს, კოხტა ყარალაშვილის გმირი კი უფრო უღიმღამო შთაბეჭდილებას ტოვებს და სცენა, სადაც ის მარტო უმკლავდება ხმალმოღერებულ კაზაკებს, დღევანდელი გადმოსახედიდან სიცილს იწვევს. ეს სცენა ზედგამოჭრილი იქნებოდა დაგლას ფეირბენქსისთვის, მაგრამ ყარალაშვილი ფეირბენქსი არ არის"

1941 წელს ფილმმა სახელმწიფო პრემია მიიღო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. აკაკი ბაქრაძე, „კინო, თეატრი“ გვ. 146 — „ხელოვნება“, თბილისი, 1989
  2. ნიკოლოზ შენგელაია, ჟურნალი „მემარცხენეობა“ N1 — 1928