ელისო ბოლქვაძე

ქართველი პიანისტი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბოლქვაძე.

ელისო ბოლქვაძე (დ. 2 იანვარი, 1967, თბილისი, საქართველო) — ქართველი პიანისტი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ელისო ბოლქვაძე

ელისო ბოლქვაძე 2023 წელს
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 2 იანვარი, 1967 (1967-01-02) (57 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
წარმოშობა საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა პიანისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო
საიტი ოფიციალური ვებ-გვერდი
ელისო ბოლქვაძე ვიკისაწყობში

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა პოეტ ზაურ ბოლქვაძის ოჯახში. 7 წლის ასაკში წარუძღვა პირველ კონცერტს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ამას მალევე მრავალ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება მოჰყვა.

ელისო ბოლქვაძე სწავლობდა თბილისის ნიჭიერთა ათწლედში. მოგვიანებით კი თბილისის კონსერვატორიაში - პროფესორ თენგიზ ამირეჯიბის ხელმძღვანელობით. მონაწილეობას იღებდა მოსკოვში ჩატარებულ ტატიანა ნიკოლაევას მასტერკლასებში.

კარიერა რედაქტირება

ელისო ბოლქვაძე არის მრავალი ცნობილი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი:

Van Cliburn (აშშ), Vianna da Motta (ლისაბონი), Axa International Piano Competition (დუბლინი) Marguerite Long Piano Competition (პარიზი), სადაც დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით, ფრანგული მუსიკის საუკეთესო შესრულებისთვის.

მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია და სპეციალური პრიზი „ქართული კულტურის ამაგდარი“.

პოლიტიკური კარიერა რედაქტირება

2020 წლის 1 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა პროპორციული სიის 32-ე ნომრად.[1] არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]

ჯილდოები რედაქტირება

  • 2018 — ღირსების ორდენი
  • 2015 — იუნესკოს მშვიდობის არტისტის წოდება
  • 1995 — მარგარიტა ლონგის სახელობის საერთაშორისო კონკურსი
  • 1995 — ჟაკ ტიბოს სახელობის საერთაშორისო კონკურსი
  • 1994 — პრიზი ფრანგული მუსიკის საუკეთესო ინტერპრეტაციისათვის
  • 1993 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1989 — ვან კლიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (ქ. ფორტ-უერთი, აშშ)
  • 1987 — მუსიკოს-შემსრულებელთა ვიანა დე მოტას სახელობის ლისაბონის (პორტუგალია) X საერთაშორისო კონკურსი, II პრემია
  • 1984 — მუსიკოს-შემსრულებელთა ბახის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (ლაიფციგი), VI პრემია

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება