ელისონ ჰანიგანი (ინგლ. Alyson Hannigan; დ. 24 მარტი, 1974, ვაშინგტონი, აშშ[1]) — ამერიკელი მსახიობი. სახელი გაითქვა სერიალ „ბაფფი ვამპირებზე მონადირეში“ შესრულებული უილოუ როზენბერგის, ასევე სერიალში „როგორ შევხვდი დედათქვენს“ შესრულებული ლილი ოლდრინისა და ფილმ „ამერიკულ ნამცხვარში“ შესრულებული მიშელ ფლაერტის როლებით. 2009 წელს, ლილი ოლდრინის როლისათვის მიიღო ხალხის რჩეულისა და სატურნის ჯილდოები.

ელისონ ჰანიგანი
დაბადების თარიღი 24 მარტი, 1974
ვაშინგტონი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
ეთნიკურად ირლანდიელი, ებრაელი
ალმა-მატერი კალიფორნიის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი, ტელე-წამყვანი
აქტიური 1986-დღემდე
მეუღლე(ები) ალექს დენისოფი
შვილ(ებ)ი 2

ბავშვობა რედაქტირება

ელისონ ჰანიგანი დაიბადა 1974 წლის 24 მარტს ვაშინგტონში. ემილი პონსერ ჰაასისა და ალან ჰანიგანის ერთადერთი შვილი. დედამისი წარმოშობით ებრაელია, ხოლო პროფესიით სამკვიდრო აგენტია, ხოლო მამამისი ირლანდიელია და ჯგუფ „Teamsters-ის“ მძღოლად მუშაობდა[2][3][4].

კარიერა რედაქტირება

 
„ბაფფი ვამპირებზე მონადირის“ მსახიობები, მარცხნიდან მარჯვნივ: ტომ ლენკი, ემა კოლფელდი, ალექს დენისოფი (ელისონის ქმარი), ელისონ ჰანიგანი, ანტონი სტიუარტი, ჯოს უენდონი და მიშელ ტრახტენბერგი

ელისონის სამსახიობო კარიერა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც იგი სულ ოთხი წლის იყო[5]. თავდაპირველად იგი საბავშვო რეკლამებში მონაწილეობდა, უკვე 11 წლის ასაკში კი ჰოლივუდში გადავიდა[6].

ლოს-ანჯელესში იგი დედასთან ერთად დასახლდა, სადაც დაამთავრა ჩრდილოეთ ჰოლივუდის სკოლა. ამის შემდეგ იგი დროებით მამამისთან გადავიდა სანტა-ბარბარაში, სადაც იგი სამსახიობო აგენტს შეხვდა, რომლის გავლენითაც კალიფორნიის საშტატო უნივერსიტეტში ჩააბარა ფსიქოლოგიური განხრით[7].

ჰანიგანი სრულმეტრაჟიან ფილმში პირველად 1988 წელს გამოჩნდა ფილმში „ჩემი დედინაცვალი უცხოპლანეტელია“ შესრულებული ჯესი მილსის როლით. აქ იგი კინოვარსკვლავ სეთ გრინთან ერთად თამაშობდა[8], რომელიც ელისონს დაეხმარა, რომ 1997 წელს სერიალში „ბაფფი ვამპირებზე მონადირე“ ერთ-ერთ მთავარ, უილოუ როზენბერგის როლზე დამტკიცებულიყო. სერიალის გადაღებები 2003 წლამდე გაგრძელდა, რამაც მას საოცარი აღიარება მოუტანა და მალევე მიიწვიეს სხვა ფილმებშიც. მან მალევე ითამაშა ABC-ის ფილმში „თავისუფალი სული“[9].

თინეიჯერობის პერიოდში იგი ძირითადად მაინც ძიძობით ირჩენდა თავს. იგი თავისი მომავალი დამსაქმებლის, ბობ სეგეტის ბავშვის ძიძა იყო[10], რომელმაც მოგვიანებით მთავარ როლზე დაამტკიცა.

1999, 2000, 2001 და 2003 წლებში მან მიშელ ფლაერტის როლი შეასრულა ფილმების სერიაში „ამერიკული ნამცხვარი“, სადაც მონაწილეობა მიიღო მის ოთხ ნაწილში: „ამერიკული ნამცხვარი“, „ბიჭები და გოგონები“, „ამერიკული ნამცხვარი2“ და „ამერიკული ქორწილი“[8]. მიშელის როლი მისთვის ასევე დიდი წარმატების მომტანი აღმოჩნდა.

2004 წელს იგი მონაწილეობდა ფილმში „როცა ჰარი შეხვდა სალის...“[11]. მომდევნო 2005 წელს, ბობ სეგეტმა ელისონი თავის ცნობილ სერიალში „როგორ შევხვდი დედათქვენს“, ერთ-ერთ მთავარ — ლილი ოლდრინის როლზე დაამტკიცა. ამ როლმა ელისონს ხალხის განსაკუთრებული სიყვარული და აღიარება მოუტანა. ლილის როლის გამო მას გადაეცა ხალხის რჩეული მსახიობისა და სატურნის ჯილდოები. სერიალის გადაღებები 2014 წლამდე გაგრძელდა, რომელშიც ელისონი თითქმის ყველა სერიაში მონაწილეობდა, გარდა იმ გამონაკლისისა, როდესაც მშობიარობის გამო ვერ მოახერხა გადასაღებ მოედანზე მისვლა[8].

ამის პარალელურად იგი რამდენიმე ფილმსა და სერიალშიც თამაშობდა. 2011-2013 წლებში იგი ანიმაციურ სერიალში „ამერიკელი მამიკო“ ახმოვანებდა ჩელსსა და გლეხის ქალიშვილს.

სქოლიო რედაქტირება

  1. Wihlborg, Ulrica (March 31, 2009). "Alyson Hannigan Welcomes a Daughter!". People. Retrieved March 31, 2009.
  2. "Film Reference Alyson Hannigan biodata". Filmreference.com. Archived from the original on February 10, 2010. Retrieved March 7, 2010.
  3. Berson, Elisabeth (November 13, 2013). "10 celebrities you didn't know were Jewish დაარქივებული 2020-02-20 საიტზე Wayback Machine. ". St. Louis Jewish Light. Retrieved May 21, 2018.
  4. "lHollywood Now: Alyson Hannigan, Jewish Male Actors, Fall Feature". Retrieved October 27, 2014.
  5. "Interview: Alyson Hannigan on American Pie დაარქივებული 2012-06-16 საიტზე Wayback Machine. ". Scotland on Sunday. April 22, 2012. Retrieved June 12, 2012.
  6. "Former Atlantan Alyson Hannigan interview for 'How I Met Your Mother'". The Atlanta Journal-Constitution. September 21, 2009. Archived from the original on February 22, 2014. Retrieved June 12, 2012.
  7. "Alyson Hannigan biography". Biography.com. Retrieved August 13, 2015.
  8. 8.0 8.1 8.2 "How I Met Your Mother Cast: Alyson Hannigan დაარქივებული 2012-05-31 საიტზე Wayback Machine. ". CBS. Retrieved June 12, 2012.
  9. "Where Are They Now? Buffy the Vampire Slayer". People. December 3, 2007. Archived from the original on February 2, 2014. Retrieved June 12, 2012.
  10. Roy, Norman (April 26, 2012). "It's Evening in America". Vanity Fair. p. 158. Retrieved March 30, 2019.
  11. "When Harry Met Sally, Review by Philip Fisher (2004)". British Theatre Guide. Retrieved April 18, 2010.