ელიზავეტპოლის მაზრა

განჯის მაზრა (აზერ. Gəncə qəzası) ან ელიზავეტპოლის მაზრა (რუს. Елизаветпольский уезд) — რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ელიზავეტპოლის გუბერნიის ერთ-ერთი მაზრა (ადმინისტრაციული ერთეული), რეგიონი მდებარეობდა კავკასიაში და მისი ადმინისტრაციული ცენტრი 1840 წლიდან იყო ელიზავეტპოლი (დღევანდელი განჯა), ვიდრე 1929 წელს, საბჭოთა ხელისუფლების მიერ არ იქნა ოფიციალურად გაუქმებული.[1][2]

რუკა

გეოგრაგია რედაქტირება

ელიზავეტპოლის მაზრა მდებარეობდა ელიზავეტპოლის გუბერნიის ჩრდილოეთ ნაწილში, რეგიონს ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა ტფილისის გუბერნია, დასავლეთით ყაზახის უეზდი, აღმოსავლეთით არეშის მაზრა, ხოლო სამხრეთის მხრიდან კი ჯავანშირის მაზრა. მაზრას ცენტრი იყო ქალაქი ელისაბედპოლი. უეზდის მთლიანი ტერიტორია 7 695,7 კვადრატულ მეტრს შეადგენდა და დაყოფილი იყო ორ ნაწილად ესენი იყო: ჩრდილო - აღმოსავლეთის დაბლობიანი სტეპები, რომლებსაც რწყავდნენ მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების საშუალებით, ხოლო მეორე ნაწილს მიეკუთნებოდა სამხრეთ-დასავლეთ მთიანი ნაწილი, რომელიც მდებარეობდა მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მხარეს. მტკვრისა და ალაზნის მიერ გაყოფილი დაბლობიანი ნაწილები არ იყო ტყით დაფარული, ვინაიდან ნაკლებად ნაყოფიერი ტერიტორია იყო და იშვიათად გამოიყენებოდა მიწათმოქმედებისთვის. უეზდის მთიანი ტერიტორია გადაჭიმული იყო სევანის ტბამდე.[2]

ისტორია რედაქტირება

სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანულ სახანოებზე რუსული მმართველობის დამყარებისა და ადმინისტრაციული რეფორმების განხორციელების შემდეგ განჯის სახანოს ტერიტორიები შედიოდა რუსეთის იმპერიის ტფილისის გუბერნიის შემადგენლობაში. 1840 წლის 10 აპრილს დაარსდა ელიზავეტპოლის მაზრა საქართველო-იმერეთის გუბერნიის ტერიტორიის შემადგენლობაში, ხოლო 1846 წლის 14 დეკემბერს მისი ტერიტორიები გადაეცა ახლად შექმნილ ტფილისის გუბერნიას. 1918 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის (ADR-ის) დამყარების შემდეგ, უეზდს გადაერქვა სახელი და ეწოდა განჯის მაზრა, მოგვიანებით კვლავ დაარქვეს ელიზავეტპოლის მაზრა და შემდეგ ისევ 1918 წლის 10 აგვისტოს თავიდან უწოდეს ძველი სახელი განჯის მაზრა. 1920 წლის 22 აპრილს განჯის მაზრა შეიქმნა როგორც შამქორის უეზდის ნაწილი (ADR- ს ფარგლებში). ბოლშევიკების მიერ აზერბაიჯანის ხელში ჩაგდებით და საბჭოთა მმართველობის დამყარებით, უეზდი საბოლოოდ გაუქმდა 1929 წლის 8 აპრილს.[3]

დემოგრაფია რედაქტირება

1897 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, უეზდის მთლიანი მოსახლეობა შეადგენდა 162 788 ადამიანს, აქედან 103 970 იყო აზერბაიჯანელი, 43 040 სომეხი, 10 428 - რუსი, 3 086 - გერმანელი, 622 - ქართველი და სხვა უმცირესობები.[4] მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული, თუმცა ასევე ეწეოდნენ მებაღეობას, მეღვინეობას, მევენახეობას. ძირითადად მოჰყავდათ სიმინდი და ბრინჯი. აზერბაიჯანში ღვინის წარმოება მეტწილად მიმდინარეობდა ქალაქ ელიზაბედპოლში და გერმანელებით დასახლებულ ქალაქ ელენდორფში, სადაც ყოველწლიურად 450 000 ბოთლი ღვინო იწარმოებოდა. 1890 წელს რეგიონში დაარსდა 107 ქარხანა, სადაც მომუშავე პირთა საერთო რაოდენობა 1 136 ადამიანს შეადგენდა. აქვე მდებარეობდა ორი სპილენძის ქარხანა, რომებიც აწარმოებდა სპილენძის 84% -ს მთელს კავკასიაში.[2]

ლიტერატურა რედაქტირება

  • О народонаселенiи Россiи по губернiямъ и уѣздамъ: LIII. Тифлисская губернiя, стр. 139 – 141. // Девятая ревизiя. Изслѣдованiе о числѣ жителей въ Россiи въ 1851 году Петра Кеппена. Санктпетербургь: Вь Типографiи Императорской Академiи наукь, 1857, 297 стр.
  • ASE, V cild, Bakı, 1981, səh. 105
  • Елизаветполь // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.

სქოლიო რედაქტირება