ელიზავეტპოლის გუბერნია

რუსეთის იმპერიის გუბერნია

ელიზავეტპოლის გუბერნია (რუს. Елизаветпольская губерния; აზერ. Yelizavetpol quberniyası; სომხ. Ելիզավետպոլի նահանգ; 9 დეკემბერი, 18671917) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ამიერკავკასიაში (შემდგომ — რუსეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლის ნაწილი). ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. ელიზავეტპოლი. ფართობი 44,136 კმ²-ს,[1] ხოლო 1897 წლის აღწერით მოსახლეობა 878,415 ადამიანს შეადგენდა.[2] არსებობა შეწყვიტა იმპერიის დაცემასთან ერთად.

ელიზავეტპოლის გუბერნია
Елизаветпольская губерния

რუსეთის იმპერიის პროვინცია
1867 — 1917
გერბი
დედაქალაქი ელიზავეტპოლი
ენა რუსული
აზერბაიჯანული
სომხური
ფართობი 44,136 კმ²
მოსახლეობა 875,415 (1897)

გეოგრაფია რედაქტირება

გეოგრაფიული თვალსაზრისით ელიზავეტპოლის გუბერნია მოიცავდა კავკასიონის ქედის სამხრეთის ფერდობის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიას, სადაც განლაგებულია მთა ბაზარდუზუ და სხვა მწვერვალები, ასევე მდინარე მტკვრის მიმდებარე არიდულ სტეპებს, რომელიც 1000 ფუტის სიმაღლეს აღწევს და ამიერკავკასიის მთიანეთის ჩრდილოეთ კალთებს, სომხეთის მთიანეთის ნაწილს სევანის ტბის მახლობლად, რომელიც შემოსაზღვრული იყო სხვადასხვა მთათა სისტემით.[3]

ისტორია რედაქტირება

ელიზავეტპოლის გუბერნია შეიქმნა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის მიერ გამოცემული 1867 წლის 9 დეკემბრის დადგენილებით „კავკასიისა და ამიერკავკასიის რეგიონის ადმინისტრაციული გარდაქმნის შესახებ“.[4] პროვინციაში შევიდა მანამდე თბილისის გუბერნიაში არსებული ელიზავეტპოლის (იგივე განჯის) მაზრა და ასევე ბაქოს გუბერნიაში შემავალი შაქისა და შუშის მაზრები.[5] ამავე დადგენილებამ ელიზავეტპოლს მიაკუთვნა ყაზახისა და ზანგეზურის მაზრები. 1873 წელს, მაზრების დაშლის შემდეგ, გუბერნიას მიერთდა სამი ახალი მაზრა: არეში, ჯებრაილი და ჯავანშირი.[6]

იგი მოიცავდა ყოფილი განჯის, შაქისა და ყარაბაღის სახანოების მიწებს. ელიზავეტპოლის გუბერნია ესაზღვრებოდა ბაქოს, თბილისისა და ერევნის გუბერნიებს, ასევე დაღესტნის ოლქს, ხოლო სამხრეთიდან სპარსეთს.

1905 წლიდან დაიწყო ეთნიკური სომხების მცდელობები, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორია გამოეყოთ დანარჩენი ელიზავეტპოლისაგან. შემდეგში, რეგიონში სომხებს 1921 წელს კიდევ ჰქონდათ მცდელობა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფოს შექმნისა.

1918 წელს, რუსეთის იმპერიის დაშლისა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ, ელიზავეტპოლს კვლავ განჯა ეწოდა და ეს გუბერნია განჯის გუბერნიად იქნა გადაკეთებული. მიროვის ქედის სამხრეთით მდებარე ტერიტორია გადაკეთდა მთიანი ყარაბაღის გენერალურ გუბერნიად. 1920-იანი წლების დასაწყისში, გასაბჭოებასთან ერთად მთლიანად გაუქმდა გუბერნიული სისტემაც.

დღეისათვის ყოფილი ელიზავეტპოლის გუბერნიის მიწები სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს აქვთ დანაწილებული, მისი ნაწილი კი დღემდე სადავოა.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

ელიზავეტპოლის გუბერნია სულ რვა მაზრად იყოფოდა:[1]

დემოგრაფია რედაქტირება

1886 წლის მოსახლეობის აღწერით ელიზავეტპოლის გუბერნიაში 728,943 ადამიანი ცხოვრობდა, იყო სულ სამი ქალაქი (ელიზავეტპოლი, შუში და შაქი) და 1521 სოფელი.[7]

1897 წლის კონსესუსის მიხედვით, საერთო მოსახლეობა 875,415 ადამიანს შეადგენდა, მათი ეთნიკური შემადგენლობა კი ასე ნაწილდებოდა: 60% აზერბაიჯანელები 534,086 მოსახლით, 33.3% სომხები 292,188 მოსახლით, 1.7% ლეზგები 14,503 მოსახლით, 1.6% რუსები 14,146 მოსახლით, 0.8% უდიები 7,040 მოსახლით, 0.4% გერმანელები 3,194 მოსახლით და 0.3% ქურთები 3,042 მოსახლით.

ეთნიკური ჯგუფები 1897 წელს[8] რედაქტირება

მაზრა აზერბაიჯანელები სომხები ლეზგები რუსები ბელარუსები გერმანელები ქურთები უდიები
საერთო 60.8% 33.3% 1.7% 1.6% ... ... ... ...
არეში 70.1% 20.5% 8.7% ... ... ... ... ...
ჯაბრაილი 74.1% 23.7% ... 1.1% ... ... ... ...
ჯავანშირი 71.6% 26.9% ... ... ... ... ... ...
ელიზავეტპოლი 63.9% 26.4% ... 4.4% 1.7% 1.9% ... ...
ზანგეზური 51.6% 46.1% ... ... ... ... 1.3% ...
ყაზახი 57.2% 38.9% ... 3.0% ... ... ... ...
შაქი 69.3% 15.7% 7.1% ... ... ... ... 5.8%
შუში 45.3% 53.3% ... 1.0% ... ... ... ...

ცნობილი გუბერნატორები რედაქტირება

ელიზავეტპოლის გუბერნატორებიდან ყველა არაა ცნობილი, ზოგიერთის კი მხოლოდ გვარია შემორჩენილი. მიუხედავად ამისა, დღემდე მოღწეულია ელიზავეტპოლის გუბერნატორთა არასრული სია, რომელიც ასე გამოიყურება: ფოკიონ ბულატოვი (1868-1876), ალექსანდრე ნაკაშიძე (1880-1897), ივანე კირეიევი (1897-1900), ნიკოლოზ ლაცაუ (1900-1905), იგორ ბარანოვსკი (1905, მოვალეობის შემსრულებელი), ალექსანდრე კალაჩევი (1905-1907), სამკალოვი (1907-1908), გიორგი კოვალევი (1908-1916) და მიხეილ პოიარკოვი (1916-1917).[9]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 (in Russian) Brockhaus and Efron Encyclopaedia[მკვდარი ბმული][permanent dead link]: Elisabethpol Governorate
  2. (in Russian) Brockhaus and Efron Encyclopaedia[მკვდარი ბმული][permanent dead link]: Elisabethpol Governorate – additional information to the article
  3. Chisholm, Hugh, ed. (1911). "Elisavetpol". Encyclopædia Britannica. 9 (11th ed.). Cambridge University Press. p. 280.
  4. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XLII, указ 45259, ст. 382-386
  5. Azərbaycan Xalq Cümhuriyyəti Ensiklopediyası: I cild. pp. 420–423.
  6. Мильман А. Ш. (1966). Политический строй Азербайджана в XIX — начале XX веков (административный аппарат и суд, формы и методы колониального управления). Баку: Азернешр. p. 157.
  7. Елизаветпольская губерния (Elizavetpol Governorate) in Brockhaus and Efron Encyclopedic Dictionary (in Russian)
  8. Демоскоп Weekly - Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г. Распределение населения по родному языку и уездам. Российской Империи кроме губерний Европейской России
  9. Lands of Ganja Archived 2011-07-18 at the Wayback Machine