ელიას კოტეასი (ინგლ. Elias Koteas; დ. 11 მარტი, 1961) — კანადელი მსახიობი. წარმოშობით ბერძენი.[1] განსაკუთრებით ცნობილია კინოში შესრულებული როლებით: „წინასწარმეტყველება“, „დაცემული ანგელოზი“ და „კუ ნინძები“.

ელიას კოტეასი

კოტეასი 2010 წელს
დაბადების სახელი ელიას კოტეასი
დაბადების თარიღი 11 მარტი, 1961
მონრეალი, კანადა
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1985–დღემდე

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ქალაქ მონრეალში (კვებეკი, კანადა), მამამისის კანადის ეროვნული რკინიგზის მექანიკოსის და დედამისის ქალის ქუდების მკერავის ოჯახში.[2] კოტეასი სწავლობდა ვანიერის კოლეჯში, რომელიც დაამთავრა 1983 წელს. სწავლის პერიოდში, კერძოდ 1981 წელს, კოტეასი ესწრებოდა ამერიკის აკადემიური ხელოვნების დრამატულ სამსახიობო სკოლას. ელენ ბერსტინისა და პიტერ მასტერსონის ხელმძღვანელობით დაეუფლა სამსახიობო ხელოვნებას.

იგი სამჯერ (1989, 1994 და 2002 წლებში) იყო ნომინირებული ჯინის კინოპრემიაზე. 2009 წელს შესრულებული როლისთვის „ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია“ მიენიჭა კინომსახიობთა გილდიის ჯილდო. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ცნობილ კინორეჟისორებთან: ფრენსის ფორდ კოპოლასთან, ტერენს მალიკთან, მარტინ სკორსეზესთან, დევიდ ფინჩერთან და სხვებთან.

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1985 ჯადოსნური შობა One Magic Christmas ედი
1987 ქვების ბაღი Gardens of Stone პიტ დევებერი
1988 ტაკერი: ადამიანი და მისი ოცნება Tucker: The Man and His Dream ალექს ტრემულისი
1988 მთლიანი მთვარე ცისფერ წყალში Full Moon in Blue Water ჯიმი
1990 კუ ნინძები Teenage Mutant Ninja Turtles კეისი ჯონსი
1990 სასოწარკვეთილების საათები Desperate Hours ული ბოსვორთი
1990 ვინ იფიქრებდა ამას 2 Look Who's Talking Too სტიუარტ იენსენი
1990 თითქმის ანგელოზი Almost an Angel სტივ გარნერი
1991 სადაზღვევო აგენტი The Adjuster ნოა რენდერი
1992 სურვილის ჯაჭვი Chain of Desire ხესუსი
1990 კუ ნინძები 3 Teenage Mutant Ninja Turtles III კეისი ჯონსი
1993 კიბორგი 2 Cyborg 2 კოლტონ რიკსი
1994 ეგზოტიკა Exotica ერიკი
1994 კამილა Camilla ვინსენტ ლოპესი
1995 წინასწარმეტყველება The Prophecy ტომას დაგეტი
1996 შეჯახება Crash ვონი
1997 გატაკა Gattaca ანტონიო ფრიმანი
1998 დაცემული ანგელოზი Fallen ედგარ რიზი
1997 ნიჭიერი მოსწავლე Apt Pupil არჩი
1997 ხმამაღალი ცხოვრება Living Out Loud მკოცნელი
1998 წვრილი წითელი ხაზი The Thin Red Line ჯეიმზ სტაროსი
2000 ცეკვა ცისფერ იგუანაში Dancing at the Blue Iguana სალი
2000 ჰარისონის გადარჩენა Harrison's Flowers იაგერ პოლაკი
2000 დაკარგული სულები Lost Souls ჯონ თაუნსენდი
2001 ნოვოკაინი Novocaine ჰარლან სანგსტერი
2001 გასროლა გულში Shot in the Heart გერი
2002 ზარალის ანაზღაურება Collateral Damage პიტერ ბრანდტი
2002 არარატი Ararat ალი
2002 სოპრანოს კლანი The Sopranos ეპიზოდური როლი
2002 სიმონა S1m0ne ჰენკ ალენო
2004 ტრაფიკი Traffic მკოცნელი
2005 ტრიუმფი The Greatest Game Ever Played არტურ ომეტი
2005 შესამჩნევი სიცარიელე The Big Empty სპეციალისტი
2006 ექიმი ჰაუსი House ეპიზოდური როლი
2006 რწმენა Conviction ეპიზოდური როლი
2006 მგლები - მაქციები Skinwalkers ძია ჯონასი
2007 ზოდიაქო Zodiac ჯეკ მულანახი
2007 ჯეკ პეინი Shooter ჯეკ პეინი
2007 გოგონა პარკში The Girl in the Park რეიმონდი
2008 ორი საყვარელი Two Lovers რონალდ ბლატი
2008 ბნელეთის ქუჩები Dark Streets ლეიტენანტი
2008 ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია The Curious Case of Benjamin Button მუსიე გატო
2009 მისტიკა კონექტიკუტში The Haunting in Connecticut მოძღვარი ნიკოლას პოპესკუ
2009 მეოთხე სახეობა The Fourth Kind აბელ კამპოსი
2009 ჩემი სასიყვარულო სიმღერა My Own Love Song დინი
2009 დამცველი Defendor ჩაკ დუნი
2009 მე წვიმასთან ერთად მოვდივარ I Come with the Rain ჰასფორდი
2009 მკვლელი ჩემში The Killer Inside Me ჯო როთმენი
2010 ჩაკეტილი კუნძული Shutter Island ენდრიუ ლედისი
2010 შემომიშვი. საგა Let Me In პოლიციელი
2011 ოცნების სახლი Dream House ბოისი
2011 ჰაროლდისა და კუმარის მაგარი შობა A Very Harold & Kumar 3D Christmas სერგეი კაცოვი
2011 ვინი მანდელა Winnie Mandela ვრესი
2011 სამხედრო ჰოსპიტალი Combat Hospital ხავიერ მარკსი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება