ელვია კარილო პუერტო

ელვია კარილიო პუერტო (ესპ. Elvia Carrillo Puerto; 6 დეკემბერი, 1878 —  15 აპრილი, 1968)  — მექსიკელი პოლიტიკოსი, სოციალისტური და ფემინისტური მოძრაობების აქტივისტი.[1][2]

ელვია კარილიო პუერტო
ესპ. Elvia Carrillo Puerto
დაბადების თარიღი 6 დეკემბერი 1878
მოგულ-დე-კარილიო პუერტო, იუკატანი, მექსიკა
გარდაცვალების თარიღი 15 აპრილი 1968 (89 წლის)
მეხიკო. მექსიკა
მოქალაქეობა მექსიკის დროშა მექსიკა
საქმიანობა პოლიტიკოსი

კარილიო 13 წლის ასაკში გაათხოვეს, 21 წლის ის უკვე დაქვრივდა .  მან 1912 წლიდან მექსიკაში დააარსა პირველი ფემინისტური ლიგები, მათ შორის რიტა ცეტინა გუტიერესის ლიგა (ესპ. Liga Rita Cetina Gutierrez) 1919 წელს. ელვია კარილიო მისი თანამოაზრისა და თანამებრძოლის, როზა ტორეს გონსალესის კვალდაკვალ, 1923 წელს  აირჩიეს დეპუტატთა პალატაში და გახდა მექსიკის პარლამენტის პირველი ქალი დეპუტატი. კარილიოს თავისი ღვაწლის წყალობით ოფიციალურად მიენიჭა „რევოლუციის ვეტერანის“ წოდება. კარილიოს  რევოლუციისა და ქალთა მოძრაობისადმი დაუღალავი ერთგულებისთვის მეტსახელი "წითელი მონაზონი" (ესპ. La Monja Roja) შეარქვეს.[3][4]

ფემინისტური ლიგები რედაქტირება

1912—1922 რედაქტირება

ელვია კირილიო პუერტოს სახელს მექსიკაში არაერთი   ფემინისტური ლიგის შექმნა უკავშირდება. მათგან  ყველაზე ცნობილია რიტა სეტინა გუტიერესის ლიგა, რომელსაც იუკატანის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული განმანათლებლის სახელი ეწოდა. ფემინისტურმა ლიგებმა ყურადღება გაამახვილეს  ისეთი საკითხების წამოწევაზე, რაც ხელს შეუწყობდა ქალთა უფლებების გაძლიერებას.  პირველი  მათგანი დაარსდა 1912 წელს მერიდაში,  შემდეგ  ლიგები გავრცელდა სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკის გავლით ცენტრალურ მექსიკაში. ისინი აწარმოებდნენ კამპანიას პროსტიტუციის, ნარკოტიკების მოხმარების, ალკოჰოლიზმის, ცრურწმენისა და ფანატიზმის წინააღმდეგ. რიტა სეტინა გუტიერესის ლიგაში, რომელიც დაარსდა 1919 წელს, ხშირად ატარებდნენ მოხსენებებს  ბავშვების მოვლის, ღარიბი ქალების ეკონომიკისა და ჰიგიენის შესახებ. ლიგამ შეამოწმა სკოლები და საავადმყოფოები და მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო ბავშვთა სახლის  შექმნაში.[5]

კარილიოს მიერ დაარსებული ფემინისტური ლიგების მეშვეობით შეიქმნა პირველი   დასავლეთ ნახევარსფეროში   ოჯახის დაგეგმვის პროგრამები ლეგალიზებული შობადობის კონტროლით. ელვიას სჯეროდა, რომ ღარიბი ოჯახებისთვის მრავალშვილიანობა დაბრკოლებას წარმოადგენდა უკეთესი ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე.  იგი ავრცელებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში  მარგარეტ სენგერის  აკრძალულ ლიტერატურას. სენგერმა   მოგვიანებით დააარსა შობადობის კონტროლის ამერიკული ლიგა. ლიგები  ასევე ორგანიზებას უწევდნენ  ქალების პრენატალურ და პოსტნატალურ მოვლას.[6]

1923—1925 რედაქტირება

კარილომ მთელი დრო დაუთმო სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკაში მოგზაურობას მაიას ქალების ლიგებში გაწევრიანებისა და სამოქალაქო ცხოვრებისთვის მომზადების , განსაკუთრებით ადგილობრივ ხელისუფლებაში არჩევითი პოზიციების დაკავების მიზნით. მას შემდეგ, რაც მისმა ძმამ, გუბერნატორმა ფელიპე კარილომ ქალებს ხმის მიცემის და თანამდებობის დაკავების უფლება მისცა, ელვია 1923 წელს აირჩიეს იუკატანის საკანონმდებლო ორგანოში და გახდა პირველი ქალი ასამბლეებში მექსიკის შტატების დონეზე. ამავდროულად, მან მოიგო არჩევნები აბსოლუტური უმრავლესობით 5115 ხმით. ადგილობრივ ხელისუფლებაში კარილომ ხელი შეუწყო აგრარული რეფორმის შესახებ საკითხის წამოწევას, შეიმუშავა გეგმები, რომელთა საშუალებითაც გლეხების მიწებითა და ფერმებით უზრუნველყოფა გახდებდა შესაძლებელი, რაც საშუალებას მისცემდა მათ გამოეკვებათ ოჯახები. ამავდროულად, კარილომ ორგანიზება გაუწია ადგილობრივი ქალთა განყოფილებების შექმნას  გუალბერტისტის ქალთა ცენტრალურ აგრარულ თემებში, რომელსაც სახელი  უწოდა მისი ძმის, გუალბერტოს, სენატორისა და მიწის რეფორმატორის პატივსაცემად.

1924 წელს ფელიპე მოკლეს.  მისი სიკვდილმა მძიმე დარტყმა მიაყენა ქალთა უფლებებისთვის მებრძოლებს. იუკატანში ქალებისთვის თანაბარი უფლებების მინიჭების შეახებ საკითხის  მიღწევის  შემდეგ ფილიპემ ვერ შეძლო ამ უფლებების ასახვა მექსიკის კონსტიტუციაში.  მისი გარდაცვალების შემდეგ ეს უფლებები ახალმა ხელმძღვანელმა ხუან რიკარდეს ბროკამ გააუქმა.[7]

ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე მუნიციპალურ და სახელმწიფო დაწესებულებებში ქალები მოხსნეს, გაუქმდა თავად ქალთა საარჩევნო უფლება და   ქალთა ლიგების  მეშვეობით წამოწეული სოციალური პროგრამები აღარ იყო მხარდაჭერილი. ძმის გარდაცვალების შემდეგ კარილო გადავიდა სან ლუის პოტოსიში,  სადაც ქალთა უფლებებისათვის მოძრაობის ახალი ცენტრი ფუნქციონირებდა.[8]

1925 წელს იგი აირჩიეს დეპუტატთა ეროვნულ პალატაში სან ლუის პოტოსის წარმომადგენლად, თუმცა, მას ხსენებული ადგილის დაკავება აეკრძალა იმის გამო, რომ ხმის მიცემის და თანამდებობის დაკავების უფლება მხოლოდ მამაკაცებს ჰქონდათ ( ადგილობრივი ხელისუფლება ქალებს ამის უფლებას აძლევდა, მაგრამ ეს მაინც არ იყო აღიარებული ეროვნულ დონეზე).[9][10]

სქოლიო რედაქტირება

  1. "Elvia Carrillo Puerto". www.senado.gob.mx (in Spanish). Retrieved 2018-08-03.
  2. Boles, Janet K.; Diane Long Hoeveler (2004). Historical Dictionary of Feminism. Scarecrow Press. p. 70. ISBN 0-8108-4946-1.
  3. Reed, Alma M.; Michael Karl Schuessler; Elena Poniatowska (2007). Peregrina: Love and Death in Mexico. University of Texas Press. pp. 2, 148, 181. ISBN 978-0-292-70239-4.
  4. Joseph, G. M. (March 31, 1982). Revolution from Without: Yucatán, Mexico, and the United States, 1880-1924. Cambridge University Press. p. 218. ISBN 0-521-23516-2.
  5. Lavrin, Asunción (1978). Latin American Women: Historical Perspectives. Greenwood Publishing Group. pp. 291. ISBN 0-313-20309-1.
  6. Fallaw, Ben (2001). Cárdenas Compromised: The Failure of Reform in Postrevolutionary Yucatán. Duke University Press. p. 184. ISBN 0-8223-2767-8.
  7. Ruiz, Ramón Eduardo (1992). Triumphs and Tragedy: A History of the Mexican People By p303. W. W. Norton & Company. p. 303. ISBN 0-393-31066-3.
  8. Rodríguez, Victoria Elizabeth (2003). Women in Contemporary Mexican Politics. University of Texas Press. p. 97. ISBN 0-292-77127-4.
  9. Pilcher, Jeffrey M. (2003). The Human Tradition in Mexico. Rowman & Littlefield. p. 145. ISBN 0-8420-2976-1.
  10. aat, W. Dirk; William H. Beezley (1986). Twentieth-century Mexico. University of Nebraska Press. pp. 20, 22, 23. ISBN 0-8032-8914-6.