სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოკიელი.

ელენე სტეფანეს ასული გოკიელი (დ. 25 აგვისტო, 1918, თბილისი — გ. 26 დეკემბერი, 1992, იქვე) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი (მძლეოსნობა, თარჯრბენი, სიგრძეზე ხტომა). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1946)

ელენე გოკიელი
პირადი ინფორმაცია
სრული სახელი ელენე სტეფანეს ასული გოკიელი
დაბ. თარიღი 25 აგვისტო, 1918
დაბ. ადგილი ტფილისი, საქართველო
გარდ. თარიღი 26 დეკემბერი, 1992 (74 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
სიმაღლე 168 სმ
წონა 55 კგ
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი მძლეოსნობა
სახეობა სპრინტი
თარჯრბენი
სიგრძეზე ხტომა
კლუბი „დინამო“ (თბილისი)
მწვრთნელი ბორის დიაჩკოვი
ჯილდოები
საპატიო ნიშნის ორდენი  — 1936
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 1946
მედლები
ევროპის ჩემპიონატი
ვერცხლი ოსლო 1946 80 მ თ.
ბრინჯაო ოსლო 1946 4×100 მ
ბრინჯაო ბრიუსელი 1950 4×100 მ

ბიოგრაფია რედაქტირება

1939 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი, 1956 წელს საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1944, 1945) გამორბენით სიგრძეზე ხტომაში. საბჭოთა კავშირის რეკორდსმენი 80 მ-ზე თარჯრბენში (მოსკოვი, 1949; ჰელსინკი, 1952). ევროპის ჩემპიონატის (1946, ოსლო) ვერცხლის პრიზიორი თარჯრბენში. სხვადასხვა დროს 51-ჯერ დაამყარა საქართველოსა და ამიერკავკასიის რეკორდი.

1969 წლიდან გარდაცვალებამდე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე. მინიჭებული ჰქონდა საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის (1946), საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის (1972), საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკის (1972) წოდებები, სახელმწიფო ჯილდოები.

მიღწევები რედაქტირება

ევროპის ვიცე-ჩემპიონი
  •   1946 (ოსლო, ნორვეგია; თარჯრბენი - 80 მ)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
  •   1946 (ოსლო, ნორვეგია; 4X100 ესტაფეტა)
  •   1950 (ბრიუსელი, ბელგია; 4X100 ესტაფეტა)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
  •   1944 (სიგრძეზე ხტომა - 546 სმ)
  •   1945 (სიგრძეზე ხტომა - 554 სმ)
საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი
  •   1945 (თარჯრბენი, 80 მ - 11.7 წმ; 100 მ - 12.5 წმ)
  •   1946 (თარჯრბენი, 80 მ - 11.8 წმ)
  •   1947 (თარჯრბენი, 80 მ - 11.5 წმ; სიგრძეზე ხტომა - 562 სმ)
  •   1948 (თარჯრბენი, 80 მ - 11.7 წმ)
  •   1950 (თარჯრბენი, 80 მ - 11.5 წმ)
  •   1951 (თარჯრბენი, 80 მ - 11.4 წმ)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
  •   1944 (თარჯრბენი, 80 მ - 12 წმ)
  •   1949 (თარჯრბენი, 80 მ - 11.8 წმ)

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება