ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა

ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაფიზიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს მატერიის უმცირეს ელემენტარულ ნაწილაკებს და მათ შორის არსებულ ურთიერთქმედებებს. დღეისათვის ცნობილია 17 ელემენტარული ნაწილაკი, ასევე არსებობს თეორიული ნაწილაკები, როგორებიც არიან ტაქიონები, ბნელი მატერია და გრავიტონები. ელემენტარული ნაწილაკების ცხრილი იყოფა კვარკებად, ლეფტონებად, ურთიერთქმედების გადამტან ბოზონებად. არსებობს კვარკების სამი თაობა; გარდა პირველისა, რომელშიც შედის ზედა და ქვედა კვარკები, ყველა არასტაბილურია და ნუკლონების წარმოქმნაში (პროტონები და ნეიტრონები) მხოლოდ პირველი თაობის კვარკები მონაწილეობენ. ასევეა ლეფტონების შემთხვევაში; არსებობს სამი თაობა. აქედან ატომის შედგენილობაში შედის მხოლოდ პირველი თაობის წარმომადგენელი — ელექტრონი. ყველა ლეპტონს გააჩნია მისი სახელწოდების ნეიტრინო. ნეიტრინო ძალზე სუსტად ურთიერთქმედებს; მაგალითისთვის ნეიტრინოს უფრო მარტივად შეუძლია გააღწიოს დედამიწაში, ვიდრე ფოტონს მინაში. ურთიერთგადამტანი ბოზონებიდან გლუონი შედის ნუკლონების შედგენილობაში. ის ერთმანეთთან აერთებს კვარკებს ნეიტრონის თუ პროტონის ბირთვში. ფოტონი არის ელექტრომაგნიტური გამოსხივების კვანტი, მათ შორის ხილული სინათლის. სკალარული ბოზონი ანუ ჰიგსის ბოზონი განსაზღვრავს ყველა სხვა ელემენტარული ნაწილაკის მასას. კვანტური ფლუქტუაციის ეფექტის თანახმად მთელი სამყარო ცურავს ჰიგსის ბოზონების ოკეანეში ანუ ვაკუუმში. ვაკუუმი არის უჰაერო სივრცე, მაგრამ ის სავსეა ელემენტარული ნაწილაკებით.

სტანდარტული მოდელი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Frank Close (2004) Particle Physics: A Very Short Introduction. Oxford University Press. ISBN 0-19-280434-0.
  • Ford, Kenneth W. (2005) The Quantum World. Harvard Univ. Press.
  • Oerter, Robert (2006) The Theory of Almost Everything: The Standard Model, the Unsung Triumph of Modern Physics. Plume.
  • Schumm, Bruce A. (2004) Deep Down Things: The Breathtaking Beauty of Particle Physics. Johns Hopkins Univ. Press. ISBN 0-8018-7971-X.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება