ელგონის მთა (ინგლ. Mount Elgon) — ჩამქრალი ვულკანი, სიმაღლის მიხედვით მეშვიდე მთა აფრიკაში და მეორე უგანდაში. ვულკანი მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკის მთიანეთში, ვიქტორიას ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით (უგანდა-კენიის საზღვარზე).

ელგონის მთა
ელგონის მთა
ელგონის მთა
კოორდინატები: 01°07′06″ ჩ. გ. 34°31′30″ ა. გ. / 1.11833° ჩ. გ. 34.52500° ა. გ. / 1.11833; 34.52500
ქვეყანა კენიის დროშა კენია
უგანდის დროშა უგანდა
სიმაღლე 4321 
ტიპი ფარისებური ვულკანი
პირველი ასვლა 1911
ბოლო ამოფრქვევა უცნობია
ელგონის მთა — კენია
ელგონის მთა
ელგონის მთა — უგანდა
ელგონის მთა

ვულკანის აღწერილობა რედაქტირება

აქვს ფარის ფორმა, დიამეტრით 80-85 კმ, სიმაღლით 4321 მეტრი[1]. მწვერვალი ბრტყელია, ცუდად შენარჩუნებული კალდერით, დიამეტრით 11 კმ და 40 კმ²-ზე მეტი ფართობით. ვულკანის პირველი ამოფრქვევა მოხდა 24 მილიონ წელზე უფრო მეტი ხნის წინ, დღეისათვის ვულკანს ყველა მხრიდან გარს ერტყმის ძნელად გასავლელი პიკები — 4000 მეტრზე უფრო მეტი სიმაღლით.

ვულკანს სახელი დაერქვა Elgonyi-ის ძველი ტომის პატივსაცემად, რომლებიც როდესღაც ცხოვრობდნენ გამოქვაბულებში მთის სამხრეთ ფერდოებზე. მასაის ხალხი ვულკანს ეძახის «Ol Doinyo Ilgoon» (ანუ «Masawa»), რაც ნიშნავს «ქალის მკერდს».

მწვერვალები რედაქტირება

ელგონის მთის მწვერვალები:

მწვერვალი სიმაღლე ქვეყანა
Wagagai 4320 მეტრი უგანდა
Sudek 4302 მეტრი უგანდა-კენიის საზღვარი
Koitobos 4222 მეტრი კენია
Mubiyi 4211 მეტრი უგანდა
Masaba 4161 მეტრი უგანდა

გამოქვაბულები რედაქტირება

ელგონის მთის ფერდოებზე იმყოფება 4 გამოქვაბული — Ngwarisha, Makingeny, Chepnyalil და Kitum. Kitum-ის გამოქვაბულის სიღრმე 200 მეტრზე მეტია, ხოლო სიგანე თითქმის 60 მეტრია. გამოქვაბულების კედლებზე დალექილ მარილს იქ შესული სპილოები ფხაჭნიან თავიანთი ეშვებით, რის გამოც მათ მიიღეს მიწისქვეშა სპილოების სახელი. მარილის შესაგროვებლად ღამ-ღამობით მოდიან სხვა ძუძუმწოვრებიც.

გამოქვაბულებთანაა დაკავშირებული კიდევ ერთი ისტორია — მარბურგის ვირუსი, რომელიც იწვევს მარბურგის ჰემორგანულ ციებ-ცხელებას. დასახელებაში «მარბურგი» აღებულია იმ ადგილის დასახელებიდან, სადაც პირველად მოხდა ვირუსის გავრცელება. ეს დაავადება პირველად დაფიქსირდა 1967 წელს გერმანიის ქალაქ მარბურგში. გამოქვაბულებში მოხვედრასთან დაკავშირებით ცნობილია სიკვდილის მხოლოდ ორი შემთხვევა.

ფაუნა რედაქტირება

ელგონის მთის ფერდოებზე ბინადრობს 400-ზე მეტი სპილო, ბევრი აფრიკული კამეჩი, აფთარი, ანტილოპა და ფრინველების დაახლოებით 300 სახეობა.

ეროვნული პარკები რედაქტირება

ვულკანის ფერდოებს იცავს ელგონის მთის ეროვნული პარკები, როგორც კენიის, ასევე უგანდის. ორივე პარკი შესულია ბიოსფერული რეზერვატების მსოფლიო ქსელში.

სქოლიო რედაქტირება