ელაზიღის მიწისძვრა (2020)

მიწისძვრა ელაზიღის პროვინციაში 2020 წლის 24 იანვარს, ადგილობრივი დროით 20:55 საათზე (UTC+03:00) მოხდა.[2] მიწისძვრის სიმძლავრემ 6.8 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ელაზიღის პროვინციაში ქალაქ სივრიჯეს მახლობლად მდებარეობდა და იგრძნობოდა მეზობელ პროვინციებში: დიარბაქირში, მალათიაში, ადიამანში, სამსუნში, აგრეთვე მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის სირიაში, ლიბანში და ირანში.[3] კანდილის ობსერვატორიის მონაცემებით, მიწისძვრის მაგნიტუდამ 6,8 შეადგინა.[4] მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1607 ადამიანი დაშავდა.[1][5]

ელაზიღის მიწისძვრა
ელაზიღის მიწისძვრა (2020) — თურქეთი
ელაზიღის მიწისძვრა (2020)
თარიღი 24 იანვარი, 2020
დრო 20:55:14
ხანგრძლივობა 40 წამი
მაგნიტუდა 6,8
სიღრმე 10 კმ
ეპიცენტრის მდებარეობა 38°19′48″N 39°05′02″E / 38.330° ჩ. გ. 39.084° ა. გ. / 38.330; 39.084
ტიპი ნასხლეტური
დაზარალებული ტერიტორია თურქეთის დროშა თურქეთი
ინტენსიურობა VIII
განმეორებითი ბიძგები 640
მსხვერპლი 41 დაღუპული, 1607 დაშავებული[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Elazığ'da 6.8 büyüklüğünde deprem: Ölü sayısı 38'e yükseldi
  2. USGS.com. (24 January 2020) M 6.7 - 4km ENE of Doganyol, Turkey. United States Geological Survey. ციტირების თარიღი: 24 January 2020.
  3. Turkey earthquake: At least 22 dead as buildings collapse. BBC (25 January 2020). ციტირების თარიღი: 25 January 2020.
  4. Massive quake of magnitude 6.5 rocks Turkey's Elazığ. Daily Sabah (24 January 2020). ციტირების თარიღი: 24 January 2020.
  5. Powerful earthquake strikes eastern Turkey. BBC World (24 January 2020). ციტირების თარიღი: 24 January 2020