ეკონომიკური გეოგრაფია

ეკონომიკური გეოგრაფიასაზოგადოებრივი გეოგრაფიის დარგი, რომელიც შეისწავლის ეკონომიკური საქმიანობის განაწილებას და სივრცულ ორგანიზაციას. ერთი გაგებით, იგი შეისწავლის საზოგადოებრივ (სოციალურ-ეკონომიკურ) პროცესთა გეიგრაფიულ თავისებურებებსა და კანონზომიერებებს, ხოლო მეორე, უფრო თანამედროვე გაგებით, ეკონომიკური გეოგრაფია მხოლოდ ეკონომიკის დარგების გეოგრაფიაა და შეისწავლის წარმოების განლაგების თავისებურებებსა და კანონზომიერებებს. ის საკმაოდ ფართო დისციპლინაა და მისი შესწავლისას ეკონომ-გეოგრაფები სხვადასხვა განსხვავებულ მეთოდოლოგიას იყენებენ.

მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP)ქვეყნების მიხედვით, 2008 წ.

ეკონომიკური გეოგრაფიის შემადგენელი ნაწილებია:

  • სოფლის მეურნეობის გეოგრაფია
  • მრეწველობის გეოგრაფია
  • საერთაშორისო ვაჭრობის გეოგრაფია
  • ბუნებრივი რესურსების გეოგრაფია
  • ტრანსპორტისა და კომუნიკაციების გეოგრაფია
  • და ა.შ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება