ეკოლოგიური არქიტექტურა

ეკოლოგიური არქიტექტურა, ასევე მწვანე არქიტექტურა (ინგლ. Sustainable architecture) — მიმდინარეობა, რომელიც მშენებლობაში ე.წ. მწვანე დიზაინის ტექნიკას იყენებს. ამ ტერმინს იყენებენ ისეთი შენობების აღწერისას, რომელთა დიზაინში გარემოს ფაქტორები იყო გათვალისწინებული.

ეკოლოგიური არქიტექტურა მიმდინარე მწვავე ეკონომიური, პოლიტიკური და გარემოს დაბინძურების პრობლემების გამოძახილი იყო. ვრცელი გაგებით, ეკოლოგიური არქიტექტურის მიზანი შენობების გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანაა მასში გამოყენებული მასალების, ენერგიისა და დამუშავების ადგილის ეფექტურობის გაზრდით.

ენერგიის ეფექტურობა შენობის მთელი ცხოვრების ციკლის განმავლობაში ეკოლოგიური არქიტექტურის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. არქიტექტორები მრავალ განსხვავებულ ტექნიკას იყენებენ შენობის ენერგიის მოხმარების საჭიროების შესამცირებლად და მისი საკუთარი ენერგიის გამომუშავების ან შენარჩუნებისთვის.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება


ეკოლოგიური არქიტექტურის ფუძემდებელია მაიკ რეინოლსდსი