ეკვადორის გერბიეკვადორის ეროვნული სიმბოლო დროშასთან და ჰიმნთან ერთად. თანამედროვე სახე მიიღო 1900 წელს, ხოლო პირველი ეკვადორული გერბი შეიქმნა 1845 წელს.

ეკვადორის გერბი
დეტალები
მატარებელი ეკვადორი
დამტკიცდა 31 ოქტომბერი, 1900
გვირგვინი ანდური კონდორი
ფარი გერბის ფარზე გამოსახულია მდინარე გუაიასი და მთა ჩიმბორასო

ოვალურ ფარზე გამოსახულია ვულკანი ჩიმბორასო და მდინარე გუაიასი, რომელიც სათავეს მისი კალთებიდან იღებს. მდინარეში მოცურავე გემს ეწოდება ასევე გუაიასი. იგი ააგეს 1841 წელს და გახდა პირველი გემი, რომელიც სამხრეთ ამერიკის სანაპიროზე შეიქმნა. ჩიმბორასოს მთის თავზე გამოსახულია ოქროსფერი მზე და ასტროლოგიური ნიშნები. გვირგვინზე განთავსებული ანდური კონდორი აღნიშნავს ეკვადორის ძალას და სიდიადეს. ფარის ორივე მხარეს განლაგებულია ეკვადორის ორ-ორი დროშა. დაფნა მარცხენა მხარეს აღნიშნავს რესპუბლიკის დიდებას, ხოლო მარჯვენა მხარეს მდებარე პალმის ტოტები მშვიდობას. ფარის ქვემოთ ფასცების კონა აღნიშნავს რესპუბლიკის ღირსებას.

გერბის ისტორია რედაქტირება

             
გუაიაკილის თავისუფალი პროვინცია დიდი კოლუმბია ეკვადორი ეკვადორი ეკვადორი ეკვადორი ეკვადორი
1820 1821–1830 1830–1835 1835–1843 1843–1845 1845–1860 1860–დღემდე

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება