ეკატერინბურგი (რუს. Екатеринбург) — მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეოთხე ქალაქი რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქის ცენტრი. მდებარეობს შუა ურალის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ისეტის (ტობოლის შენაკადი) ორივე ნაპირას. დიდი სატრანსპორტო კვანძი. მნიშვნელოვანი კულტურული და სამეცნიერო ცენტრი. 2018 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 1,468,833 ადამიანს.

ქალაქი
ეკატერინბურგი
Екатеринбург

ქალაქის ერთ-ერთი მონაკვეთი
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი სვერდლოვსკი
შიდა დაყოფა Leninski district, Verch-Isetski district, Zheleznodorozhniy District, Ordzonikidsevski district, Kirovski district, Oktyabrski district და Chkalovski district
კოორდინატები 56°50′00″ ჩ. გ. 60°35′00″ ა. გ. / 56.83333° ჩ. გ. 60.58333° ა. გ. / 56.83333; 60.58333
მერი ალექსანდრე ვისოკონსკი[1]
დაარსდა 18 ნოემბერი, 1723
ამჟამინდელი სტატუსი 1796
ფართობი 495[2] კმ²
ცენტრის სიმაღლე 237 მეტრი
ოფიციალური ენა რუსული ენა
მოსახლეობა 1,468,833 კაცი (2018)
სიმჭიდროვე 2,700 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5, ზაფხულში UTC+6
სატელეფონო კოდი +7 343
საფოსტო ინდექსი 620xxx
საავტომობილო კოდი 66, 96 და 196
ოფიციალური საიტი ekburg.ru
ეკატერინბურგი — რუსეთი
ეკატერინბურგი

ეკატერინბურგი დაარსდა 1723 წლის 7 (18) ნოემბერს. ეწოდა ეკატერინბურგი (იმპერატორ ეკატერინე I-ის პატივსაცემად). XVIII საუკუნიდან გახდა ურალის სამთო-საქარხნო მრეწველობის ცენტრი. 1878 წელს რკინიგზით შეუერთდა ქალქ პერმს. 1924-1991 წწ. ეწოდებოდა სვერდლოვსკი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება