ევროპულ-ქართული ინსტიტუტი

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი — სამოქალაქო ორგანიზაცია საქართველოში. ორგანიზაცია 2015 წელს დააარსეს თავისუფალი უნივერსიტეტის მაშინდელმა სტუდენტებმა გიორგი მელაშვილმა, შალვა ჩხეიძემ და რევაზ თოფურიამ. [1]

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
დევიზი იაზროვნე თავისუფლად
აბრევიატურა EGI
შეიქმნა 2015 წლის 1 ივლისი
სტატუსი არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი
ტიპი ჰობროდული ტიპის არასამთავრობო ორგანიზაცია
მიზანი საქართველოსა და კავკასიაში კანონის უზენაესობის დამყარება, დემოკრატიის განვითარება და თავისუფალი ბაზრის მხარდაჭერა, და ლიდერთა ახალი თაობის გაძლიერება, რომელიც იპოვის კავკასიისა და საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების სასიცოცხლოდ აუცილებელ გადაჭრის გზებს.
ქვეყანა საქართველო
ფერები         
კავშირები ევროპის ლიბერალური ფორუმი
egi.ge

EGI-ს დეკლარირებული მისია არის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპების მხარდაჭერა და ლიდერთა ახალი თაობის გაძლიერება, რაც აუცილებელია საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად და კავკასიის საერთო მომავლის უზრუნველსაყოფად. ინსტიტუტის პრიორიტეტი არის ადამიანის უფლებები, მშვიდობის მშენებლობა, კარგი მმართველობის ხელშეწყობა და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა. [1]

საქართველოსა და კავკასიაში, პარტნიორებსა და დონორებთან ერთად, ინსტიტუტი მუშაობს პოლიტიკური კულტურის გასაუმჯობესებლად, პოლიტიკის დოკუმენტების განსახილველი პლატფორმების შესაქმნელად და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის ერთადერთი ორგანიზაცია საქართველოში, რომელმაც წარმატებით განახორციელა კამპანია „შენი ხმა, ჩვენი მომავალია“, რომელიც მიზნად ისახავდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის აქტივობის ზრდას.[1]

ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელოვანი სფერო არის თანამშრომლობა ახალგაზრდებთან. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი აღიარებს ახალგაზრდობის განსაკუთრებულ როლს საზოგადოებაში და იმ სპეციფიკურ გამოწვევებს, რომლებიც ახალგაზრდების წინაშე არსებობს. ინსტიტუტი აქტიურად მუშაობს ახალგაზრდებთან და მხარს უჭერს თანასწორ და არადისკრიმინაციურ დამოკიდებულებას ახალგაზრდებისადმი, ასევე აქტიურად უჭერს მხარს სამოქალაქო ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობასა და იმ კანონმდებლობისა და პოლიტიკის დოკუმენტებში ჩართულობას, რომელიც ეხება ახალგაზრდებს. ინსტიტუტი თანამშრომლობს საქართველოს ყველა ძირითად უნივერსიტეტთან და ნერგავს ახალგაზრდებთან მუშაობის არაფორმალურ მეთოდებს.[1]

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი აანალიზებს საქართველოსა და საერთაშორისო პოლიტიკას, ქმნის პოლიტიკის დოკუმენტებსა და ავითარებს დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების მხარდასაჭერ პროექტებს. ორგანიზაციის საქმიანობის მნიშვნელოვანი სფერო არის ინტეგრაცია ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში.ინსტიტუტი ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს საქართველოს სხვადასხვა თემში პოლიტიკური ცნობიერების ასამაღლებლად და ქმნის ახალ მეთოდებს სამოქალაქო ჩართულოობის უზრუნველსაყოფად.[1]

EGI ხაზს უსვამს „დამოუკიდებლობასა და ზეპარტიულობას“ და გამორიცხავს საკუთარ გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაში პოლიტიკური, ეკონომიკური, ან რელიგიური ფაქტორების გავლენას. ინსტიტუტის საქმიანობის პრინციპები და მუშაობის წესები გაწერილია ორგანიზაციის წესდებაში. [1]

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის ევროპული დონის პოლიტიკური ფონდის, ევროპის ლიბერალური ფორუმის, აფილირებული წევრი.[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Europe-Georgia Institute > About us. Europe-Georgia Institute. ციტირების თარიღი: 2019-12-25
  2. ELF Autumn General Assembly – ELF grows further. European Liberal Forum. ციტირების თარიღი: 2019-12-25