ევროპის დაისი (გერმ. Der Untergang des Abendlandes) — ოსვალდ შპენგლერის ორტომიანი ფილოსოფიური შრომა, რომლის პირველი ტომი გამოქვეყნდა 1918 წელს. შპენგლერმა გადახედა ნაშრომს 1922 წელს და გამოაქვეყნა მეორე ტომი სახელწოდებით „მსოფლიო ისტორიის პერსპექტივები“ 1923 წელს. თავის ნაშრომში შპენგლერი აღნიშნავდა, რომ არ არსებობს ისტორიის ლინეალური პროგრესი. შპენგლერი მიუთითებდა „მაღალი კულტურების“ (ეგვიპტური, ბაბილონური, ინდური, ბერძნულ-რომაული, ჩინური და ა.შ.) ბედს, და ამბობდა, რომ ისინი იბადებიან (მცენარეებივით — განსაზღვრულ მიწაზე), და კვდებიან, როდესაც სრულად ახორციელებენ თავიანთ შესაძლებლობებს. ისტორია ასეთი კულტურების „კოლექტიური ბიოგრაფიაა“.[1]

„ევროპის დაისი“
Der Untergang des Abendlandes

ავტორი ოსვალდ შპენგლერი
ენა გერმანული ენა
გამოცემის თარიღი 1918

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება