1958 წელს ფრანგული გაზეთის „ეკიპის“ წინადადებით ფიბა-მ დააწესა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი, რომლის გამარჯვებულიც ჯილდოვდებოდა პრიზით - „ვერცხლის კალათი“. გათამაშების სისტემა მრავალჯერ შეიცვალა. 1958 - 1965 წლებში გუნდები თამაშობდნენ ოლიმპიური სისტემით, 1966-1976 წლებში მეოთხედფინლიდან იქმნებოდა ჯგუფები, რომლის გამარჯვებულებიც შემდეგ ოლიმპიური სისტემით აგრძელებდნენ ბრძოლას პრიზისათვის. 1977 წლიდან გუნდები პირველ და მეორე ეტაპზე ჯგუფებში ხვდებოდნენ ერთმანეთს და მეორე ეტაპის ორი საუკეთესო გუნდი ერთმანეთში არკვევდა თასის მფლობელს.

2000 წლამდე ტურნირს ხელმძღვანელობდა ფიბა. 2000/2001 წლების სეზონის წინ ფინანსური პრობლემების გამო სტარტი აიღო ორმა ტურნირმა: ფიბას ,, სუპროლიგამ’’ და ახლად შექმნილი ულების (Union des Ligues Européennes de Basket) ,, ევროლიგამ’’. კონფლიქტი კიდევ დიდხანს გაგრძელდა და წაგებული, როგორც ფინანსური , ისე სპორტული თვალსაზრისით ფიბა დარჩა. 2008/2009 წლების სეზონიდან მხარეები შეთანხმდნენ და ევროპის უპირველეს საკლუბო ტურნირს ულები-ევროლიგა დაერქვა. გუნდები ჯერ ორ ეტაპზე ჯგუფებში არკვევენ ოთხ უძლიერესს, რომლებიც შემდგომ ერთ ქალაქში ოლიმპიური სისტემით ათმაშებენ მთავარ პრიზს.

საბჭოთა პერიოდში ამ ტურნირში სამჯერ მონაწილეობდა თბილისის ,,დინამო’’:

  • 1959/1960 წლების გათამაშებაში დინამოელებმა პირველ წრეში დაამარცხეს ბუქარესტის ასა (83-87, 90-68), მეოთხედფინალში - პლოვდივის ,,აკადემიკა’’ (76-64, 72-69), ნახევარფინალში - ვარშავის ,,პოლონია’ (88-65, 64-61) და ფინალში დამარცხდნენ რიგის არმიელებთნ (51-61, 62-69).
  • 1961/1962 წლების გათამაშებაში დინამოელებმა პირველ წრეში დაამარცხეს ბუქარესტის ,,სტიაუა’’ (77-76, 82-77), მეოთხედფინალში - სტამბოლის ,,დარუშაფაქა’’ (75-71, 77-62), ნახევარფინალში - მოსკოვის ცსკა (75-71, 77-66), ხოლო ფინალში დაამარცხეს მადრიდის ,,რეალი’’ (90-83).

დინამოელთა შემადგენლობა ფინალურ მატჩში: ლევან მოსეშვილი (3 ქულა), გურამ მინაშვილი (9), ილარიონ ხაზარაძე (2), რევაზ გოგელია, ვალერი ალთაბაევი (17), ანზორ ლეჟავა (16), ლევან ინწკირველი (3), ვლადიმერ უგრეხელიძე (14), ალექსანდრე კილაძე (14), ალექსანდრე პეტროვი (12), ამირან სხიერელი. გუნდს წვრთნიდა - ოთარ ქორქია.

  • 1962/1963 წლების გათამაშებაში დინამოელებმა მეოთხედფინალში დაამარცხეს მილანის ,,სიმენტალი’’ (65-70, 74-68), ხოლო ნახევარფინალში დამარცხდნენ მოსკოვის არმიელებთნ (59-76, 78-79).

გამარჯვებულები და ფინალისტები რედაქტირება

წელი ჩატარების

ადგილი

გამარჯვებული ფინალისტი შედეგი
1958 რიგა, სოფია სკა რიგა,   სსრკ, ლატვია ,,აკადემიკი’’ სოფია,   ბულგარეთი 86 - 81, 84 - 71
1959 რიგა, სოფია სკა რიგა,   სსრკ, ლატვია ,,აკადემიკი’’ სოფია,   ბულგარეთი 79 - 58, 69 - 67
1960 თბილისი, რიგა სკა რიგა,   სსრკ, ლატვია ,,დინამო’’ თბილისი,   სსრკ, საქართველო 61 - 51, 69 - 62
1961 რიგა, მოსკოვი ცსკა მოსკოვი,   სსრკ , რუსეთი სკა რიგა,   სსრკ, ლატვია 61 - 66, 67 - 62
1962 ჟენევა ,,დინამო’’ თბილისი,   სსრკ, საქართველო ,,რეალი’’ მადრიდი,   ესპანეთი 90 - 83
1963 მადრიდი, მოსკოვი ცსკა მოსკოვი,   სსრკ, რუსეთი ,,რეალი’’ მადრიდი,   ესპანეთი 69 - 86, 91 - 74, 99 - 80
1964 ბრნო, მადრიდი ,,რეალი’’ მადრიდი,   ესპანეთი ,,სპარტაკი’’ ბრნო,   ჩეხოსლოვაკია, ჩეხეთი 99 - 110, 84 - 64
1965 მოსკოვი, მადრიდი ,,რეალი’’ მადრიდი,   ესპანეთი ცსკა მოსკოვი,   სსრკ, რუსეთი 88 - 81, 76 - 72
1966 ბოლონია ,,სიმენტალი’’ მილანი,   იტალია ,,სლავია’’ პრაღა,   ჩეხოსლოვაკია,ჩეხეთი 77 - 72
1967 მადრიდი ,,რეალი’’ მადრიდი,   ესპანეთი ,,სიმენტალი’’ მილანი,   იტალია 91 - 83
1968 ლიონი ,,რეალი’’ მადრიდი,   ესპანეთი ,,სპარტაკი’’ ბრნო,   ჩეხოსლოვაკია, ჩეხეთი 98 - 95
1969 ბარსელონა ცსკა მოსკოვი,   სსრკ, რუსეთი ,,რეალი’’ მადრიდი,   ესპანეთი 103 - 99
1970 სარაევო ,,ინისი’’ ვარეზე,   იტალია ცსკა მოსკოვი,   სსრკ, რუსეთი 79 - 74
1971 ანტვერპენი ცსკა მოსკოვი,   სსრკ, რუსეთი ,,ინისი’’ ვარეზე,   იტალია 67 - 53
1972 თელ-ავივი ,,ინისი’’ ვარეზე,   იტალია ,,იუგოპლასტიკა’’ სპლიტი,   იუგოსლავია,ხორვატია 70 - 69
1973 ლიეჟი ,,ინისი’’ ვარეზე,   იტალია ცსკა მოსკოვი,   სსრკ, რუსეთი 71 - 66
1974 ნანტი ,,რეალი’’ მადრიდი,   ესპანეთი ,,ინისი’’ ვარეზე,   იტალია 84 - 82
1975 ანტვერპენი ,,ინისი’’ ვარეზე,   იტალია ,,რეალი’’ მადრიდი,   ესპანეთი 79 - 66
1976 ჟენევა ,,მობილჯირჯი’’ ვარეზე,   იტალია ,,რეალი’’ მადრიდი,   ესპანეთი 81 - 74
1977 ბელგრადი ,,მაკაბი’’ თელ-ავივი,   ისრაელი ,,მობილჯირჯი’’ ვარეზე,   იტალია 78 - 77
1978 მიუნხენი ,,რეალი’’ მადრიდი,   ესპანეთი ,,მობილჯირჯი’’ ვარეზე,   იტალია 75 - 67
1979 გრენობლი ,,ბოსნა’’ სარაევო,   იუგოსლავია, ბოსნია-ჰერცეგოვინა ,,მობილჯირჯი’’ ვარეზე,   იტალია 96 - 93
1980 ბერლინი ,,რეალი’’ მადრიდი,   ესპანეთი ,,მაკაბი’’ თელ-ავივი,   ისრაელი 89 - 85
1981 სტრასბურგი ,,მაკაბი’’ თელ-ავივი,   ისრაელი ,,სინუდინე’’ ბოლონია,   იტალია 80 - 79
1982 კიოლნი ,,სკიბი’’ კანტუ,   იტალია ,,მაკაბი’’ თელ-ავივი,   ისრაელი 86 - 80
1983 გრენობლი ,,ფორდი’’ კანტუ,   იტალია ,,ბეილი’’ მილანი,   იტალია 69 - 68
1984 ჟენევა ,,ბანკო დი რომა’’ რომი,  იტალია ,,ბარსელონა’’ ბარსელონა,   ესპანეთი 79 - 73
1985 ათენი ,,ციბონა’’ ზაგრები,  იუგოსლავია, ხორვატია ,,რეალი’’ მადრიდი,   ესპანეთი 87 - 78
1986 ბუდაპეშტი ,,ციბონა’’ ზაგრები,  იუგოსლავია, ხორვატია ,,ჟალგირისი’’ კაუნასი,   სსრკ 94 - 82
1987 ლოზანა ,,ტრასერი’’ მილანი,   იტალია ,,მაკაბი’’ თელ-ავივი,   ისრაელი 71 - 69
1988 გენტი ,,ტრასერი’’ მილანი,   იტალია ,,მაკაბი’’ თელ-ავივი,   ისრაელი 90 - 84
1989 მიუნხენი ,,იუგოპლასტიკა’’ სპლიტი,   იუგოსლავია, ხორვატია ,,მაკაბი’’ თელ-ავივი,   ისრაელი 75 - 69
1990 სარაგოსა ,,იუგოპლასტიკა’’ სპლიტი,   იუგოსლავია, ხორვატია ,,ბარსელონა’’ ბარსელონა,   ესპანეთი 72 - 67
1991 პარიზი პოპ - 84 სპლიტი,   იუგოსლავია, ხორვატია ,,ბარსელონა’’ ბარსელონა,   ესპანეთი 70 - 65
1992 სტამბოლი ,,პარტიზანი’’ ბელგრადი,  იუგოსლავია,სერბეთი ,,ხუვენტუდი’’ ბადალონა,  ესპანეთი 71 - 70
1993 ათენი ,,ლიმოჟი’’ლიმოჟი,   საფრანგეთი ,,ბენეტონი’’ ტრევიზო,   იტალია 59 - 55
1994 თელ-ავივი ,,ხუვენტუდი’’ ბადალონა,   ესპანეთი ,,ოლიმპიაკოსი’’ პირეოსი,   საბერძნეთი 59 - 57
1995 სარაგოსა ,რეალი’’ მადრიდი,   ესპანეთი ,,ოლიმპიაკოსი’’ პირეი,  საბერძნეთი 73 - 61
1996 პარიზი ,,პანათინაიკოსი’’ ათენი,  საბერძნეთი ,,ბარსელონა’’ ბარსელონა,   ესპანეთი 67 - 66
1997 რომი ,,ოლიმპიაკოსი’’ პირეოსი,  საბერძნეთი ,,ბარსელონა’’ ბარსელონა,   ესპანეთი 73 - 58
1998 ბარსელონა ,,კინდერი’’ ბოლონია,   იტალია აეკ ათენი,   საბერძნეთი 58 - 44
1999 მიუნხენი ,,ჟალგირისი’’ კაუნასი,   ლიეტუვა ,,კინდერი’’ ბოლონია,   იტალია 82 - 74
2000 სალონიკი ,,პანათინაიკოსი’’ ათენი,  საბერძნეთი ,,მაკაბი’’ თელ-ავივი,   ისრაელი 73 - 67
2001 ფიბა პარიზი ,,მაკაბი’’ თელ-ავივი,   ისრაელი ,,პანათინაიკოსი’’ ათენი,  საბერძნეთი 81 - 67
2001 ულებ ბოლონია, ვიტორია ,,კინდერი’’ ბოლონია,   იტალია ,,ტაუ-კერამიკა’’ ვიტორია,   ესპანეთი 68 - 85, 94 - 73, 80 - 60, 79 - 96, 82 - 74
2002 ბოლონია ,,პანათინაიკოსი’’ ათენი,  საბერძნეთი ,,კინდერი’’ ბოლონია,   იტალია 89 - 83
2003 ბარსელონა ,,ბარსელონა’’ ბარსელონა,   ესპანეთი ,,ბენეტონი’’ ტრევიზო,   იტალია 76 - 65
2004 თელ-ავივი ,,მაკაბი’’ თელ-ავივი,   ისრაელი ,,სკიპერი’’ ბოლონია,   იტალია 118 - 74
2005 მოსკოვი ,,მაკაბი’’ თელ-ავივი,   ისრაელი ,,ტაუ-კერამიკა’’ ვიტორია,   ესპანეთი 90 - 78
2006 პრაღა ცსკა მოსკოვი,   რუსეთი ,,მაკაბი’’ თელ-ავივი,   ისრაელი 73 - 69
2007 ათენი ,,პანათინაიკოსი’’ ათენი,  საბერძნეთი ცსკა მოსკოვი,   რუსეთი 93 - 91
2008 მადრიდი ცსკა მოსკოვი,   რუსეთი ,,მაკაბი’’ თელ-ავივი,   ისრაელი 91 - 77
2009 ბერლინი ,,პანათინაიკოსი’’ ათენი,  საბერძნეთი ცსკა მოსკოვი,   რუსეთი 73 -71
2010 ბერლინი ,,ბარსელონა’’ ბარსელონა,  ესპანეთი ,,ოლიმპიაკოსი პირეოსი,   საბერძნეთი 86 -68
2011 ბარსელონა ,,პანათინაიკოსი’’ ათენი,  საბერძნეთი ,,მაკაბი თელ-ავივი,   ისრაელი 78 -70
2012 სტამბოლი ,,ოლიმპიაკოსი’’ პირეოსი,  საბერძნეთი ცსკა მოსკოვი,   რუსეთი 62 -61


შენიშვნა: 1. 2000/2001 სეზონში ჩატარდა ორი ტურნირი. 2. გუნდებს რომლებსაც უწერიათ ორი ქვეყანა (მაგ.  სსრკ, ლატვია), პირველი ნიშნავს იმ ქვეყანას რომელსაც წარმოადგენდა გუნდი მოცემულ წელს, ხოლო მეორე - ქვეყანას რომელასაც გუნდი წარმოადგენს დღევანდელ დღეს

ლიტერატურა რედაქტირება

  • სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
  • Баскетбол. Справочник. Москва. изд. „ФиС“ 1982

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება