ევოდი (სამოცდაათთაგანი)

წმინდა მოციქული ევოდისამოცდაათ მოციქულთაგანი, ხსენების დღე (ონისიფორესთან ერთად) არის ძველი სტილით 7 სექტემბერი, ახალი სტილით - 20 სექტემბერი. პეტრე მოციქულის შემდეგ სირიის ანტიოქიის პირველი ეპისკოპოსი იყო. წმიდა მამას მისი მემკვიდრე, მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი (ხს. 2 იანვარს) ანტიოქიელთა მიმართ ეპისტოლეში ახსენებს:

ვიკიციტატა
„„მოიხსენეთ ნეტარი მამაჲ თქვენი ევოდი, რომელიც მოციქულთაგან თქვენს პირველ მოძღვრად იქნა დადგენილი“.“

წმიდა მოციქულმა ოცდაშვიდი წელი იღვაწა მღვდელმთავრის ხარისხში და იმპერატორ ნერონის (54-68) დროს, სამოცდაექვსი წლის ასაკში, მოწამეობრივად შეჰვედრა სული უფალს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წელი