ევგენი ტრაპიზონელი

წმ. ევგენი ტრაპიზონელიქრისტიანობისთვის წამებული და კულტი ტრაპიზონში. ხსენების დღეა 21 იანვარი. ევგენი სხვა ქრისტიან მოწამეებთან — კანდიდუსთან, ვალერიანთან და აქვილასთან — ერთად იმპერატორების დიოკლიტიანესა და მაქსიმიანეს მმართველობის დროს ეწამა. ოთხივე მათგანი თავდაპირველად ტრაპიზონის მთებს აფარებდნენ თავს, მაგრამ ისინი მხედართმთავარმა ლუციუსმა იპოვა, რომელმაც მათი დატყვევება და სიკვდილით დასჯა ბრძანა.[1] ევგენის მიაწერენ „ნაცრისფერ გორაზე“ გამოსახულების განადგურებას, რომელიც ქალაქს გადაჰყურებდა, მოგვიანებით მას მითრატის სახელით იცნობდნენ.[2]

ევგენი ტრაპიზონელი
მოღვაწეობა მღვდელი

მემკვიდრეობა რედაქტირება

ტრაპიზონის იმპერიის კომნენოსმა მმართველებმა წმინდანი ქვეყნის მფარველად გამოაცხადეს. ადგილობრივთა რწმენით, მის სახელთან დაკავშირებული სასწაულები 1224 წელს ტრაპიზონს ეხმარებოდა თურქ-სელჩუკებისგან ქალაქის დაცვაში.[3] მას ხშირად გამოსახავდნენ ტრაპიზონის მონეტებზეც. ტრაპიზონის გარეთ მის სახელზე კულტი და პილიგრიმობა არ განვითარებულა. XIV საუკუნეში ტრაპიზონის მიტროპოლიტმა იოანე ლაზაროპულოსმა იოსების სახელით, წმინდანი ევგენიოსის სასწაულები შეაგროვა და ერთ წიგნად შეკრა.[4] მის სახელზე ტრაპიზონში არსებობდა მონასტერი.

სქოლიო რედაქტირება

  1. Orthodox Church in America: Martyr Eugene at Trebizond
  2. William Miller, Trebizond: The last Greek Empire of the Byzantine Era: 1204-1461, 1926 (Chicago: Argonaut, 1969), p. 10
  3. Miller, Trebizond, p. 22
  4. Miller, Trebizond, p. 66