ევგენი კისელიოვი (დ. 15 ივნისი, 1956, მოსკოვი, სსრკ) — საბჭოთა, რუსი და უკრაინელი ჟურნალისტი, ტელემოდერატორი. ამჟამად მოდერაციას უწევს საღამოს პოლიტიკურ შოუს „ჩორნოე ზერკალო“ («Чёрное зеркало» ქართ. შავი სარკე), რომელიც სატელევიზიო ეთერში პარასკევობით გადის უკრაინის სატელევიზიო არხის „ინტერზე“.

ევგენი კისელიოვი

ბიოგრაფია რედაქტირება

ევგენი კისელიოვი 1956 წელს დაიბადა ინჟინერ-ლითონმცოდნეთა ოჯახში.

საშუალო განათლება მიიღო მოსკოვის საგზაო შეტყობინების სახელმწიფო უნივერსტეტთან არსებულ ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების სპეციალურ სკოლა N 123-ში.

1979 წელს ევგენი კისელიოვმა წარმატებით დაასრულა მოსკოვის მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული აზიისა და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი სპეციალობით ისტორიკოსი-აღმოსავლეთმცოდნე, ხოლო 1977/1978 წლებში კი გაიარა სტაჟირება ირანში.

1979—1981 წლებში გადიოდა სამხედრო სამსახურს ავღანეთში, სადაც თარჯიმნად მუშაობდა საბჭოთა სამხედრო მრჩეველთა ჯგუფში.

1981—1984 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის ფ.ე. ძერჟინსკის სახელობის სუკის უმაღლეს სკოლაში სპარსული ენის მასწავლებლად.

1984—1987 წლებში მუშაობდა სსრკ-ს სახტელერადიოს ახლო და შუა აღმოსავლეთზე მაუწყებლობის მთავარ რედაქციაში.

1987—1990 წლებში მუშაობდა პროგრამა "90 მინუტ"-ის («90 минут» ქართ. 90 წუთი) წამყვანად. მოგვიანებით გადაცემას გაეზარდა ფორმატი და დაერქვა "120 წუთი", - «90 минут».

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება