ევგენიკა წარმოიშვა ბერძნული სიტყვისგან eugenes და ნიშნავს, (eu-საწყისი. genes-დაბადება.) რწმენას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია გაუმჯობესებული გენეტიკური მასალის მქონე მოსახლეობის მიღება. ეს არის სოციალური თეორია, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია დავიცვათ სუფთა ხაზის მქონე რასა, გავაუმჯობესოთ მათი გენეტიკური ინფორმაცია, იმის მიხედვით, სასურველია თუ არა ის და ასევე შეიძლება არასასურველი გენეტიკური მასალის მოშორება.

მსოფლიო ისტორიაში ევგენიკის პრაქტიკული გამოყენება ძველთაგან იყო მიღებული, როგორც ძველ საბერძნეთში. თანამედროვე მსოფლიოში მე-20 საუკუნიდან გახდა პოპულარული. სათავე დაედო დიდ ბრიტანეთში და შემდეგ გავრცელდა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ამ იდეებს იზიარებდნენ პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობდა ევგენიკასთან დაკავშირებული პოლიტიკის გატარება, „პოზიტიური“ ღონისძიებები, რომელიც ხელს უწყობს რეპროდუქციას და „უარყოფითი“ ღონისძიებები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია იძულებითი ქორწინება, ან ქორწინების აკრძალვა, ასევე შესაძლებელია სტერილიზაციაც, თუკი ადამიანი მიჩნეული იქნებოდა რეპროდუქციისათვის არასასურველად. ინდივიდების განსაზღვრა ხდებოდა იმის მიხედვით რამდენად კარგი ჯანმრთელობა ჰქონდათ მათ, კერძოდ, თუ იყვნენ ინკლუზივები, არ გააჩნდათ საკმარისი IQ მონაცემები და ა.შ. მათ ეკრძალებოდათ ქორწინება, რადგან ითვლებოდა, რომ ისინი ვერ მოგვცემდნენ კარგ შთამომავლობას.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Currell, Susan; Christina Cogdell (2006). Popular Eugenics: National Efficiency and American Mass Culture in The 1930s. Athens, OH: Ohio University Press. p. 203. ISBN 0-8214-1691-X.
  • CNN, Peru will not prosecute former President over sterilization campaign, Retrieved August 30, 2014.
  • From the Afterward, by Richard Dawkins, The Herald, (2006). http://www.heraldscotland.com/from-the-afterword-1.836155 Retrieved on Oct 17, 2013