ევა გაელ გრინი[1] (შვედ. Eva Green დ. 6 ივლისი, 1980) — შვედური წარმოშობის ფრანგი მსახიობი და მოდელი. გრინი მოღვაწეობდა თეატრში, სანამ შედგებოდა მისი დებიუტი 2003 წელს, ფილმში „მეოცნებენი“, სადაც მან ყურადღება მიიპყრო რამდენიმე შიშველი სცენის გამო. გრინმა აღიარება მოიპოვა რიდლი სკოტის ფილმით „ზეციური სამეფო“ (2005), რომელშიც განასახიერა იერუსალიმის დეფოფალი სიბილა. 2006 წელს ჯეიმზ ბონდის ახალი ფილმისთვის „კაზინო როიალი“ მოიპოვა BAFTA, როგორც ამომავალმა ვარსკვლავმა.

ევა გრინი

ევა გრინი 2020 წელს
დაბადების სახელი ევა გაელ გრინი
დაბადების თარიღი 6 ივლისი, 1980 (1980-07-06) (43 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
საქმიანობა მსახიობი, მოდელი
აქტიური 2003 – დღემდე
მშობლები მამა: უოლტერ გრინი
დედა: მარლენ ჟობერი
BAFTA

ამომავალი ვარსკვლავი

2006 — კაზინო როიალი

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2003 მეოცნებენი The Dreamers იზაბელი
2004 არსენ ლუპენი Arsène Lupin კლარის დე დრო-სუბისი
2005 ზეციური სამეფო Kingdom of Heaven სიბილა
2006 კაზინო როიალი Casino Royale ვესპერ ლინდი
2007 ოქროს კომპასი The Golden Compass სერაფინა პეკალა
2008 ფრანკლინი Franklyn ემილია
2009 ბზარები Cracks მის ჯი
2010 საშვილოსნო Womb რებეკა
2011 კამელოტი Camelot მორგან ლა ფეი
2011 იდეალური გრძნობა Perfect Sense სუზენი
2012 ბნელი აჩრდილები Dark Shadows ანჟელიკა ბუშარი
2014 თეთრი ფრინველი ქარბუქში White Bird in a Blizzard ევა კონორი
2014 300: იმპერიის აღზევება 300: Rise of an Empire არტემისია
2014 ცოდვების ქალაქი 2 Sin City: A Dame to Kill For ავა ლორდი
2014 გადარჩენა The Salvation მადელინი
2014–2016 საზარელი ზღაპრები Penny Dreadful ვანესა აივსი
2016 მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის Miss Peregrine's Home for Peculiar Children მის ალმა პერეგრინის
2017 დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე D'après une histoire vraie ელი
2017 ეიფორია Euphoria ემილი
2019 დამბო Dumbo კოლეტ მერშანი
2019 პროქსიმა Proxima სარა
2019 პატრიოტი A Patriot

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Eva Green Biography. Yahoo! Movies. ციტირების თარიღი: 27 August 2007.