ევა რიტა კატარინა ბიოდე (ფინ. Eva Rita Katarina Biaudet; დ. 27 თებერვალი, 1961, ჰელსინკი, ფინეთი) — ფინელი პოლიტიკოსი, შვედების სახალხო პარტიის წევრი და ფინეთის პარლამენტის წევრი აღნიშნული პარტიის სიით 1991-2006 წლებში და ასევე 2016 წლიდან. ფინეთის ომბუდსმენი უმცირესობის საკითხებში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ომბუდსმენი ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებში[1]. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო კანდიდატი და მიიღო ხმების მხოლოდ 2,7 %. სოციალური მომსახურების მინისტრი 1999-2000 და 2002-2003 წლებში. 2003 წლის ფინეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევა ბიოდემ აღარ გამოთქვა მინისტრთა კაბინეტში მუშაობის სურვილი[2].

ევა ბიოდე
ევა ბიოდე
ეუთოს ომბუდსმენი ტრეფიკინგის საკითხებში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2010 – 2015
წინამორბედიიოჰანა სუუპრიაა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2015 – დღემდე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1991 – 2006

ფინეთის სოციალური მომსახურების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 აპრილი, 2002 – 17 აპრილი, 2003
პრემიერ-მინისტრიპაავო ლიპონენი
წინამორბედიოსმო სოინინვაარა
მემკვიდრელიისა ჰისალა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 აპრილი, 1999 – 25 აპრილი, 2000
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეოსმო სოინინვაარა

დაბადებული27 თებერვალი, 1961 (1961-02-27) (63 წლის)
ჰელსინკი, ფინეთი
პოლიტიკური პარტიაშვედების სახალხო პარტია
შვილები4
განათლებაჰელსინკის უნივერსიტეტი

2011 წელს ევა ბიოდე გახდა პრემიის „გმირული ბრძოლა თანამედროვე მონობის შეწყვეტისათვის - 2011“ („2011 Hero Acting to End Modern Day Slavery“) ლაურეატი.

ბიოგრაფია რედაქტირება

ევა ბიოდე დაიბადა 1961 წლის 27 თებერვალს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, შვედური წარმოშობის ოჯახში. დაამთავრა ჰელსინკის უნივერსიტეტი, სადაც სწავლობდა სამართალს[3]. 1987-1988 წლებში მუშაობდა კერძო თარჯიმნად.

1991 წლდან 2006 წლამდე იყო ფინეთის პარლამენტის — ედუსკუნტას წევრი. 2006 წელს პარლამენტში იგი შეცვალა იორნ დონერმა. 1999 წლის 15 აპრილიდან 2000 წლის 13 აპრილამდე და 2002 წლის 19 აპრილიდან 2003 წლის 16 აპრილამდე იყო სოციალური მომსახურებისა და კომუნალური მეურნეობის მინისტრი პაავო ლიპონენის მთავრობაში. 1989 წლიდან 1996 წლამდე იყო ჰელსინკის საქალაქო საბჭოს წევრი, ხოლო 1990-1994 წლებში — შვედების სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი.

2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მეორე ტურში მან და მისმა პარტიამ მხარი დაუჭირა ტარია ჰალონენს. 2010 წელს დანიშნეს ეუთოს ომბუდსმენად უმცირესობის საკითხებში ხუთი წლის ვადით.

2011 წლის 30 აგვისტოს შვედების სახალხო პარტიამ მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში ევა ბიოდეს კანდიდატურა დაასახელა, თუმცა მიიღო 82 581 ამომრჩევლის ხმა, ანუ 2,7 % და პირველივე ტურში დამარცხდა[4][5].

2013 წელს გამოვიდა ჰელსინკიში ყოველწლიურად მიმდინარე ჰელსინკი-პრაიდის მფარველად. ეს იყო ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებების დაცვას, ლგბტ თემის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, ასევე ყველა ადამიანისთვის სამოქალაქო თანასწორობის მხარდაჭერასა და დაცვას, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა.

2015 წელს დასრულდა მისი ომბუდსმენობის ვადა და ვერ შეძლო მისი გაგრძელება სამეცნიერო ხარისხის არ ქონის გამო. 2015 წელს კვლავ აირჩიეს ფინეთის პარლამენტის წევრად, ხოლო 2015 წელს ხელმეორედ გახდა პარლამენტის წევრი. 2015 წლიდან არის ფინეთის პარლამენტის დიდი კომიტეტის წევრი, 2019 წლის 26 ივნისიდან ამავე კომიტეტის სამუშაო ქვეკომიტეტის წევრი, ხოლო ამავე წლის 18 ივნისიდან საგარეო საქმეთა საკითხების კომიტეტის წევრია დღემდე.

ევა ბიოდეს ჰყავს ორი გოგო: ამანდა (დ. 1991 წ.) და იულია (დ. 1991 წ.)) და ორი ბიჭი დევიდი (დ. 1992 წ.) და სიმონი(დ. 2000 წ.).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Biaudet ei saa jatkaa virassa epäpätevyyden takia, Iltalehti 10 March 2015, accessed 11 March 2015.
  2. HS Kotimaa 19.3.2003 - Eva Biaudet ei halua enää ministeriksi (2003-03-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-14. ციტირების თარიღი: 2011-05-29.
  3. Cord, David J. (2012). Mohamed 2.0. Helsingfors: Schildts & Söderströms, გვ. 6. ISBN 978-951-52-2898-7. 
  4. Eva Biaudet palkittiin ihmiskaupan vastaisesta työstään. Yle Uutiset (2011-06-21). ციტირების თარიღი: 2012-07-14.
  5. Trafficking in Persons Report 2011. U.S. Department of State. ციტირების თარიღი: 2012-07-14.