არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ევაგრე.

ევაგრე პონტოელი (345—394) — ადრექრისტიანული ეკლესიის ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, ფილოსოფოსი.

ბიოგრაფია რედაქტირება

ევაგრე დაიბადა 346 წელს მღვდლის ოჯახში, რომის იმპერიის პონტოს პროვინციის ქალაქ ებორაში. რიტორიკული განათლება მისცა ცნობილმა ფილოსოფოსმა ლიბანიუსმა. ევაგრე პონტოელი გამოირჩეოდა ლამაზი ფიზიკური გარეგნობით და კარგად ჩაცმის მოყვარული იყო. წმინდა წიგნები და ქრისტიანული რელიგია მას გააცნო და შეაყვარა გრიგოლ ღვთისმეტყველმა. ბასილი დიდმა აკურთხა ევაგრე სასამის ეკლესიის დიაკვნად. 379 წელს გრიგოლ ღვთისმეტყველმა (ან გრიგოლ ნოსელმა) ევაგრე კონსტანტინოპოლში წაიყვანა. 381 წელს ევაგრე კი არქიდიაკვანი გახდა. ევაგრე ქართველს, მისი ლამაზი და მოხდენილი გარეგნობის გამო, ყურადღება მიაქცია ერთმა წარჩინებულმა კონსტანტინოპოლელმა მანდილოსანმა, მისმა ქმარმა კი, ეჭვიანობის ნიადაგზე, ევაგრეს მოკვლა დაუპირა. ევაგრე იძულებული გახდა კონსტანტინეპოლი დაეტოვებინა და იერუსალიმში გადასულიყო საცხოვრებლად, სადაც ბერად აღიკვეცა და დაიწყო ბერული ცხოვრება. შემდეგ გადავიდა ეგვიპტეში და გარდაცვალებამდე იქ ცხოვრობდა.

იყო ორიგენისტი, წამოყენებული ჰქონდა მოძღვრება სულთა წინასწარი არსებობის შესახებ, ქადაგებდა მონაზვნურ იდეებს. მისი შრომები ადრევე ითარგმნა ლათინურად, თარგმნა რუფინუსმა, V საუკუნის მეორე ნახევარში გენადიოს მასილიელმა დაიწუნა ძველი თარგმანი და შეაკეთა ის. VI საუკუნეში ევაგრი ორიგენესთან ერთად ოფიციალურად შეაჩვენეს და მისი შრომები ბერძნულ ენაზე დაიკარგა.

ქართველი მეცნიერები სიმონ ყაუხჩიშვილი, კორნელი კეკელიძე, მიხეილ თამარაშვილი და სხვები ბიზანტიელი ისტორიკოსების, ნიკიფორე ქსანთოპულოსის, სოზომენესა და სხვათა ცნობების ინტერპრეტაციის საფუძველზე ასკვნიდნენ, რომ ევაგრე იყო არა პონტოს ქალაქ ებორადან (იბარადან), არამედ იყო იბერი ანუ ქართველი დასავლეთ საქართველოდან.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ყაუხჩიშვილი, ს., ნიკიფორე ქსანთოპულოსი // ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. VII, თბილისი: მეცნიერება, 1967. — გვ. 104-114.
  • შ. ლომსაძე, მიხეილ თამარაშვილი და ქართველი კათოლიკეები, თბილისი, 1964 წ.
  • კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი, 1960 წ.