ედვარდ „ედ“ კრისტოფერ შირანი (დ. 17 თებერვალი, 1991) — ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერი. დაიბადა ჰალიფაქსში (დასავლეთი იორკშირი) და გაიზარდა ფრემლინგემში (სუფოლკი). გილფორდში 2009 წელს სწავლობდა თანამედროვე მუსიკის აკადემიაში.[4][5] 2011 წლის დასაწყისში გამოუშვა EP No. 5 Collaborations Project. ლეიბლ Asylum Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ 2011 წლის 9 სექტემბერს გამოუშვა სადებიუტო ალბომი + (იკითხება plus), რომელიც ბრიტანეთში შვიდგზის პლატინის მფლობელი გახდა. მასში შეტანილია წარმატებული „The A Team“, რომელმაც ავტორს აივორ ნოველოს ჯილდო მოუპოვა – როგორც მუსიკალურად და ტექსტობრივად საუკეთესო სიმღერამ.[6] 2012 წელს შირანმა გაიმარჯვა Brit Awards-ზე, როგორც წლის საუკეთესო მამაკაცმა სოლო შემსრულებელმა და „წლის აღმოჩენამ“.[7]

ედ შირანი

შირანი 2018 წელს.
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ედვარდ კრისტოფერ შირანი
დაბ. თარიღი 17 თებერვალი, 1991 (1991-02-17) (33 წლის)
დაბ. ადგილი ჰალიფაქსი, დასავლეთი იორკშირი, ინგლისი
წარმოშობა ფრემლინგემი, საფოლკი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • მომღერალი-სიმღერების ავტორი
  • მუსიკალური პროდიუსერი
  • გიტარისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • გიტარა
აქტიური 2004–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი edsheeran.com
ედ შირანი ვიკისაწყობში

შირანის პოპულარობა გაიზარდა 2012 წელს. მან მიიღო მონაწილეობა ტეილორ სვიფტის მეოთხე სტუდიურ ალბომ Red-ის ჩაწერაში.[8] „The A Team“ 2013 წლის გრემის დაჯილდოებაზე ნომინირებული იყო წლის სიმღერის კატეგორიაში და ცერემონიისას შესრულდა ელტონ ჯონის თანამონაწილეობით.[9][10] 2013 წელს ედი აშშ-ში გამოდიოდა სვიფტის The Red Tour-ის მხარდამჭერი შემსრულებლის სახით.[11] მისი მეორე სტუდიური ალბომი x (იკითხება multiply) გამოვიდა 2014 წლის 23 ივნისს.[12] ბრიტანეთსა და აშშ-ში დისკი ჩარტში #1 პოზიციას იკავებდა. მან მიიღო Brit-ის ჯილდო წლის ალბომისთვის, ხოლო თავად შირანმა – აივორ ნოველოს კიდევ ერთი ჯილდო, ამჯერად წლის სიმღერების ავტორის სახით[13]. x-იდან გამოცემულმა სინგლმა „Thinking Out Loud“ 2016 წლის გრემის დაჯილდოებაზე ედს მოუპოვა ორი ჯილდო, წლის სიმღერის და საუკეთესო პოპ სოლო შესრულების კატეგორიაში.

მუსიკოსის მესამე ალბომი, ÷ (იკითხება divide) გამოვიდა 2017 წლის მარტში. იგი გამოსვლისთანავე მოხვდა ბრიტანეთის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების ჩარტების პირველ პოზიციებზე. ალბომიდან იანვარში გამოიცა ორი სინგლი, „Shape of You“ და „Castle on the Hill“. ორივე რეკორდულად გაიყიდა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის – ბრიტანეთში, ავსტრალიაში და გერმანიაში, მოხვდა რა გამოსვლისთანავე ჩარტების პირველ ორ სტრიქონზე. ედი აგრეთვე იქცა პირველ შემსრულებლად, რომლის ორი სიმღერა აშშ-ში სადებიუტო კვირაში ათეულში იმყოფებოდა. 2017 წლის მარტისთვის ÷-დან გამოცემული ათივე სინგლი სხვადასხვა დროს ბრიტანეთის ჩარტის ათეულში იყო მოხვედრილი — მანამდე ოდნავ ნაკლები რაოდენობით ეს რეკორდი დამყარებული ჰქონდა შოტლანდელ დიჯეი კელვინ ჰარისს. ÷-ის მეოთხე სინგლი „Perfect“ ბრიტანეთში და ავსტრალიაში #1 ადგილს იკავებდა, ხოლო „Perfect Duet“, აკუსტიკური ვერსია ბიონსე ნოულსის თანამონაწილეობით, აშშ-ში #1 იყო. შირანი აგრეთვე მოხვდა Debrett's-ის ბრიტანეთის 2017 წლის ყველაზე გავლენიანი პიროვნებების სიაში.[14]

ედს აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული ტელესერიალებში „ნაბიჭვარი ჯალათი“ და „შინ და სამოგზაუროდ“, ისევე, როგორც „სატახტოთა თამაშის“ მეშვიდე სეზონში.

დისკოგრაფია რედაქტირება

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Drake's 'More Life' Playlist Is Redefining Borders of Blackness in Pop“. Rolling Stone. 20 March 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 15 დეკემბერი 2017.
  2. Maura Johnston. (6 March 2017) Review: Ed Sheeran's 'Divide'. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 იანვარი 2018. ციტატა: „..Ed Sheeran who is exclusively recognized as "pop."“ ციტირების თარიღი: 15 დეკემბერი 2017.
  3. British folk pop star Ed Sheeran plays the Xcel. Star Tribune.
  4. Featured Alumni: Ed Sheeran - Musician/Songwriter (6 October 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 8 November 2016.
  5. „Ed Sheeran reveals embarrassing moment Elton John emailed him dodgy VIDEOS while he was at US customs“. Daily Mirror. 21 May 2015. ციტირების თარიღი: 8 November 2016.
  6. „Ed Sheeran on The A Team's Ivor Novello success“. MusicRadar. 23 May 2012. ციტირების თარიღი: 24 November 2015.
  7. „Brit Awards 2012: List of Winners“. BBC News. 21 February 2012. ციტირების თარიღი: 24 November 2015.
  8. „New Video: Taylor Swift featuring Ed Sheeran, 'Everything Has Changed'. MTV News. 6 June 2013. ციტირების თარიღი: 24 November 2015.
  9. „2013 Grammy Nominations: The Full List“. MTV News. 6 December 2012. ციტირების თარიღი: 24 November 2015.
  10. „Check Out The Full List Of 2013 Grammy Performers (And Mark Your Calendar!)“. Teen Vogue. 24 January 2013. ციტირების თარიღი: 24 November 2015.
  11. „Ed Sheeran Calls Taylor Swift Opening Gig 'Mind-blowing'. MTV News. 31 October 2012. ციტირების თარიღი: 24 November 2015.
  12. „Ed Sheeran confirms new album title and release date“. NME News. 6 April 2014. ციტირების თარიღი: 24 November 2015.
  13. Denham, Jess (21 May 2015). „Ivor Novello Awards 2015 winners list: Ed Sheeran, Clean Bandit and Hozier triumph“. The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 15 November 2015.
  14. „Debrett's 500 List: Music“. The Telegraph. 21 January 2017. ციტირების თარიღი: 21 January 2017.